რუსული არასამთავრობო კვლევითი ორგანიზაცია „ლევადა-ცენტრის" მონაცემებით, რუსეთში გამოკითხული მოქალაქეების უმრავლესობას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის რუსეთის შემადგენლობაში შესვლა არ სურს.
გამოკითხულთა 52% მიიჩნევს, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფო უნდა იყოს, 51%-ს იგივე მოსაზრება აქვს ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში.
ერთი წლის წინ ჩატარებული კვლევის თანახმად, გამოკითხული მოქალაქეების 30% მხარს უჭერდა აფხაზეთის რუსეთის ფედერაციასთან შეერთებას, თუმცა ახლა მათი რაოდენობა 25%-მდე შემცირდა. ცხინვალის რეგიონთან მიმართებით ეს რაოდენობა 29-დან 24%-მდე შემცირდა.
„ლევადას" კვლევის თანახმად, 2008 წლის აგვისტოს ომამდე გამოკითხულთა თითქმის ნახევარი ცხინვალის რეგიონს რუსეთის ტერიტორიის ნაწილად მიიჩნევდა, დღეს კი ეს მაჩვენებელი 22%-მდე შემცირდა.