Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„ნაციონალური მოძრაობა“ მერიის შპს-ების შემოწმებას პოლიტიკურ ზეწოლად აფასებს

22 აგვისტო, 2014 15:18

 „თბილისის მერიაზე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მასშტაბური თავდასხმა მიმდინარე საქმიანობასთან არაფერ კავშირშია და მისი მიზანი იქ მომუშავე ადამიანების დაშინება და იძულებაა“, - ამის შესახებ თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის" ორი ფრაქციის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი. 

„მასშტაბურად ხდება ადამიანების იძულება, დატოვონ სამსახურები, მხოლოდ იმიტომ, რომ მომავალში მათი ადგილები  „ქართული ოცნების“ აქტივისტებმა და ხელისუფლების წარმომადგენელთა ნათესავებმა დაიკავონ", - აცხადებენ „ნაციონალურ მოძრაობაში".

განცხადების თანახმად, ფრაქციები თბილისის მერისგან იმ ტექსტის გასაჯაროებას მოითხოვენ, რომლის საფუძველზეც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა შემოწმება დაიწყო.

„ლიბერალთან" საუბრისას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა დაადასტურა, რომ საგამოძიებო მოქმედებები სამინისტრომ დავით ნარმანიას მიმართვის შემდეგ დაიწყო.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე, 218-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც მითვისება-გაფლანგვასა და გადასახადებისაგან თავის არიდებას ითვალისწინებს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^