თბილისის მერიის ინფორმაციით, სოციალურად დაუცველი და მრავალშვილიანი ოჯახების 40-მდე ბავშვი ერთი კვირის განმავლობაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მონასტრებში იცხოვრებს. ბავშვები მონასტრებში მერიისა და საქართველოს საპატრიარქოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში გაემგზავრნენ.
მოზარდები თბილისის მერიის სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა, გელა ჩივიაშვილმა და საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა გააცილეს.