Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მარგველაშვილის ქონებრივი დეკლარაცია გამოაქვეყნეს

22 აგვისტო, 2014 17:14

საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ორ საცხოვრებელ სახლსა და ხუთ მიწის ნაკვეთს ფლობს.

გიორგი მარგველაშვილს ერთი საცხოვრებელი ბინა თბილისში, პაოლო იაშვილის ქუჩაზე აქვს, რომლის ფართობიც 120 კვ.მ-ს შეადგენს, მეორე საცხოვრებელი სახლი კი დუშეთში, სააკაძის ქუჩაზე, ფართობით - 200 კვ.მ.

რაც შეეხება საბანკო ანგარიშებს, პრეზიდენტს „თი-ბი-სი" ბანკში ერთი საბანკო-სახელფასო ანგარიში აქვს და მასზე, ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, 3 948,73 ლარი ერიცხება.

დეკლარაცია არ შეიცავს მონაცემებს ოჯახის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების შესახებ, რომელთაგან თითოეულის ღირებულება 10 000 ლარს აღემატება. ასევე, პრეზიდენტი არ ფლობს ფასიან ქაღალდებს. მონაცემები არ ფიქსირდება არც იმ გრაფაში, რომელიც მისი ან მისი ოჯახის რომელიმე წევრის სამეწარმეო საქმიანობაში მონაწილეობას შეეხება. ცარიელია გრაფა, მიუღია თუ არა მას ან მისი ოჯახის წევრს წინა წლის პირველი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით საჩუქარი, რომლის ღირებულება 500 ლარს აღემატება. 

პრეზიდენტს დეკლარაციაში ოჯახის წევრებად მითითებული ჰყავს: მამა – თეიმურაზ მარგველაშვილი, დედა – მზეანა გომელაური და შვილი ანა მარგველაშვილი.

პრეზიდენტმა ქონებრივი დეკლარაცია 2014 წლის 7 აგვისტოს შეავსო. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^