დამისამართებული და სახელდებული ქუჩების ქსელის მოსაწყობად ერთობლივი კომისია შეიქმნება, რომელიც ქუჩების სახელდებასა და კეთილმოწყობაზე იმუშავებს. ამის შესახებ „ლიბერალთან" საუბრისას თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ხელმძღვანელმა, ლია ჯახველაძემ, განაცხადა.
თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის სხდომაზე კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, ავთო სუდაძემ, თბილისის ქუჩებში ბანერების განთავსების შესახებ ისაუბრა: „ისტორიული თბილისისა და ძველი თბილისის მასშტაბით ისტორიული დასახელებისა და ქუჩის ნუმერაციის აღმნიშვნელი აბრები განთავსდება, ახალი თბილისის 53 ქუჩაზე კი სახელდებისა და ნუმერაციის აღმნიშვნელი აბრების განთავსება იგეგმება. რაც შეეხება ტურისტებისათვის საჭირო აბრებს, ქუჩების, დასახელებებისა და მიმართულების საჩვენებლად ბანერები განთავსდება".
საკოორდინაციო საბჭოში არქიტექტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის, ასევე საჯარო რეესტრის თანამშრომლები გაერთიანდებიან.