Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სემეკის სხდომის გადაწყვეტილებით, „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ არასაყოფაცხოვრებო ტარიფი შემცირდა

22 აგვისტო, 2014 21:20

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) სხდომის გადაწყვეტილებით, ენერგიის განაწილებაზე, გატარებასა და მოხმარებაზე „ენერგო-პრო-ჯორჯიას“ სამომხმარებლო ტარიფი უცვლელი დარჩა, არასაყოფაცხოვრებო ტარიფი კი შემცირდა.

„ენერგო-პრო-ჯორჯიასთვის“ დადგენილი ახალი ტარიფები 2014 წლის პირველი სექტემბრიდან შევა ძალაში.

სემეკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, „ენერგო-პრო-ჯორჯიასთვის“ ელექტროენერგიის განაწილების, გატარებისა და მოხმარების ტარიფის გაანგარიშება საერთაშორისო პრაქტიკაში მიღებული წამახალისებელი რეგულირების პრინციპებსა და მექანიზმებს ეფუძნება.

სამომხმარებლო ტარიფი საფეხურების მიხედვით დღგ-ს გარეშე:

0-100 კვტ.სთ და საერთო მოხმარების მრიცხველის მქონე - 7,630 (თ/კვტ.სთ)

101-300 კვტ.სთ - 11,000 (თ|კვტ.სთ)

301 კვტ.სთ და მეტი -14,830 (თ|კვტ.სთ)

არასამომხმარებლო ტარიფი დღგ-ს გარეშე:

 35-110 კვ - 8,274 (თ/კვტ.სთ) 2014 წ 1 სექტემბრამდე - 8,196 (თ/კვტ.სთ) 2014 წ 1 სექტემბრიდან 2015 წ 31 დეკემბრის ჩათვლით - შემცირება 0,078 (თ/კვტ.სთ)

3,3-6-10 კვ - 9,968  2014 წ 1 სექტემბრამდე - 8,718 2014 წ 1 სექტემბრიდან 2015 წ 31 დეკემბრის ჩათვლით - შემცირება 1,250 (თ/კვტ.სთ)

0,4 კვ კომერციული - 13,560  2014 წ 1 სექტემბრამდე - 13,490 1 სექტემბრიდან 2015 წ 31 დეკემბრის ჩათვლით - შემცირება 0,070 (თ/კვტ.სთ)

 „ენერგო-პრო ჯორჯია" ელექტროენერგიით ამარაგებს აბონენტებს აჭარის, სამეგრელოს, ზემო სვანეთის, გურიის, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის, შიდა ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლის რეგიონებში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^