უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ, ჰუმანიტარული კოლონის შესახებ შეთანხმების შესაბამისად, რუსეთს სამართლებრივ ჩარჩოში დაბრუნება შესთავაზა.
როგორც პოროშენკო აღნიშნავს, შეთანხმების თანახმად, კოლონისთვის გადაადგილების ნებართვა „წითელი ჯვრის“ ეგიდით უნდა მიეცათ, თუმცა დღეს შეთანხმება დაირღვა და რუსულმა მხარემ „წითელ ჯვრის“ თანამონაწილეობაზე უარი ცალმხრივად განაცხადა.
პეტრო პოროშენკოს თქმით, უკრაინულმა მხარემ ვალდებულებები შეასრულა და 35 რუსული სატვირთო მანქანა გააფორმა, თუმცა სეპარატისტების მიერ ლუგანსკის მიმართულებით გახსნილმა ცეცხლმა „წითელ ჯვარს“ ჰუმანიტარულ მისიაში ხელი შეუშალა.