Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გია ვოლსკი: ხაჯიმბა აფხაზეთში მცხოვრები ქართველების გააფხაზებას შეეცდება

26 აგვისტო, 2014 2:52

„ხაჯიმბა აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრები ქართველების გააფხაზების პოლიტიკას გაატარებს. ისინი კანონს მოიშველიებენ. როგორც ხაჯიმბა და სხვა პოლიტიკოსები ამბობენ, არ შეიძლება, ადამიანი ერთდროულად იყოს საქართველოსა და აფხაზეთის მოქალაქე“, - აღნიშნავს ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე გია ვოლსკი „ლიბერალთან“ საუბარში.

ვოლსკი მიიჩნევს, რომ ხაჯიმბა შეეცდება, საზოგადოების დიდ ნაწილს საქართველოს მოქალაქეობაზე  უარი ათქმევინოს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, რუსეთის ინტერესს ქართველებისა და აფხაზების გათიშვა წარმოადგენს, თუმცა აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობის დიდი ნაწილი მსგავსი პოლიტიკური იზოლაციის წინააღმდეგია.

რაც შეეხება აფხაზეთის ახალი ე.წ. პრეზიდენტის არჩევის შემდგომ რუსეთთან აფხაზეთის ურთიერთობის საკითხს, გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ აფხაზეთის რუსეთთან ინტეგრაცია ძნელი განსახორციელებელი იქნება. „აფხაზებს დამოუკიდებლობა სურს და დამოუკიდებლობის იდეა არც ერთ კანდიდადტს დღის წესრიგიდან არ მოუხსნია. საზოგადოების განწყობას თუ შევაფასებთ, აფხაზური ეთნოსის ძალიან დიდი ნაწილი რუსეთთან ინტეგრაციის მომხრე  არ არის“, - ამბობს ვოლსკი.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, ხაჯიმბას რუსეთთან ღრმა ასიმილაციის პოლიტიკის გატარება გაუჭირდება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^