მწერალი გრიგორი ჩხარტიშვილი, ლიტერატურული ფსევდონიმით, ბორის აკუნინი, აცხადებს, რომ „პუტინისტური რუსეთიდან“ მიდის. ამის შესახებ აკუნინი Эхо Москвы-ზე გამოქვეყნებულ ბლოგში წერს.
„პუტინისეულ რუსეთთან მე არა მაქვს შეხების წერტილი. ფხიზელი მთვრალთან ერთ სახლში თავს მყუდროდ ვერ გრძნობს, თუმცა რუსეთის ნაწილად დავრჩები", - წერს აკუნინი.
მწერალი თავის ბლოგში აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილ ვითარებასაც აფასებს.
„დავდივარ მოსკოვის ქუჩებში, ვუყურებ ხალხს და გაუცხოება მემართება. ისტორიის ასეთ მომენტებში სიბრმავე და გულგრილობა ძვირად მოგვიბრუნდება. ჩემს ქვეყანას მძიმე გამოცდა ელის, უფრო მძიმეც კი, რომლის წინაშეც ახლა უკრაინა დგას. ასე ვაფასებ მე ბოლო პერიოდის მოვლენებს და ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ მინდა, ვცდებოდე", - წერს ბორის აკუნინი.