ვანის რაიონში მომხდარ ყაჩაღობასთან დაკავშირებით ვანის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად 1993 წელს დაბადებული ალექსანდრე რ. დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 1 სექტემბერს ვანის რაიონის სოფელ ფერეთაში სამი ნიღბიანი პირი ქეთევან ო-ს საცხოვრებელ სახლში შეიჭრა. მათ სხეულის დაზიანებები მიაყენეს ქეთევან ო-სა და მის მცირეწლოვან შვილს. დამნაშავეები ფულსა და ძვირფასეულობას მოითხოვდნენ. თავდამსხმელებმა მუქარით დაზარალებულის სახლიდან ოქროს ნივთები და კლავიშებიანი სინთეზატორი წაიღეს.
სამართალდამცველებმა დანაშაულში ბრალდებული ყველა პირის ვინაობა მომხდარიდან რამდენიმე წუთში დაადგინეს. ალექსანდრე რ. ცხელ კვალზე დააკავეს. დანარჩენების დასაკავებლად შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს.
გამოძიება ყაჩაღობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტებზე მიმდინარეობს.