Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ყირიმის დე ფაქტო მინისტრი: ყირიმში ლგბტ პირები არ გვჭირდება

04 სექტემბერი, 2014 18:05

„ჩვენ ყირიმში ასეთი ადამიანები არ გვჭირდება“ - განაცხადა 2 სექტემბერს ყირიმის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა, სერგეი აკსიანოვმა, ყირიმელი ლგბტ თემის წარმომადგენლების შესახებ.

აკსიანოვის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ ლგბტ აქტივისტები რეგიონში დემონსტრაციის მოწყობას შეეცდებიან, „პოლიცია და თავდაცვის ძალები მაშინვე მოახდენენ რეაგირებას და სამ წუთში აუხსნიან მათ, როგორი სექსუალური ორიენტაციაა უმჯობესი“.

სერგეი აკსიანოვს რუსი ლგბტ აქტივისტი, იგორ კოჩეტკოვი, გამოეხმაურა, რომელმაც პოლიტიკოსისა და რეგიონის ხელმძღვანელის მხრიდან ასეთი განცხადება მიუღებლად მიიჩნია: „აკსიანოვის გადასაწყვეტი არ არის, ვინ იცხოვრებს ყირიმში და ვინ - არა. ეს არის საშინელი განცხადება, რადგან განურჩევლად სექსუალური ორიენტაციისა, აკსიანოვს არავინ ეკითხება, ვინ სად იცხოვრებს.“

იურისტისა და ლგბტ აქტივისტის, ნიკოლაი ალექსეევის, თქმით, აკსიანოვის განცხადება წმინდად პოლიტიკურია, რადგან მსგავსი ქმედებები არღვევს კანონს (საჯარო თავშეყრის შესახებ) და რუსეთის საერთაშორისო ვალდებულებებს. 

ალექსეევი ყირიმის დე ფაქტო მინისტრ სერგეი აკსიანოვს მის უფლებამოსილებას ახსენებს - „თუ ყირიმი რუსეთის ნაწილი გახდა, მაშინ იგი ფედერალურ კანონს უნდა დაემორჩილოს, რომლის თანახმადაც, მისი თანამდებობის პირს ფედერალური საქმეების გადაწყვეტის უფლება არა აქვს“. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^