შს სამინისტროს ინფორმაციით, დელისის ქუჩაზე მეზობლებმა ორსული ქალის დაწვა სცადეს. მას ბენზინი გადაასხეს, მაგრამ, თვითმხილველების ჩარევით, ცეცხლის წაკიდება ვერ მოახერხეს.
შსს-ს ცნობით, არავინ დაშავებულა. გამოძიება 151-ე მუხლით დაიწყო, რომელიც მუქარას გულისხმობს.
"ლიბერალთან" საუბრისას, შსს-ს პრესსამსახური დეტალების დაზუსტებისგან თავს იკავებს.