Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: LIBERALIMAGAZINE@GMAIL.COM Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველო ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონის შემუშავების ვალდებულებას იღებს

05 სექტემბერი, 2014 19:54

„ღია მმართველობა საქართველოს“ 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში საქართველო ინფორმაციის თავისუფლების შესახებ კანონის შემუშავების ვალდებულებას იღებს. სამოქმედო გეგმის პროექტი იუსტიციის მინისტრის წარდგენით საქართველოს მთავრობამ დღეს დაამტკიცა. 

გეგმა 27 ვალდებულებას ითვალისწინებს, მათ შორის - პეტიციების ელექტრონული სისტემის შექმნას, ღია მონაცემების პორტალის (www.data.gov.ge) ამოქმედებას, საჯარო სამსახურში მიღების მიუკერძოებელი წესების შემუშავებას, ფარული მიყურადების შესახებ სასამართლო სტატისტიკის გამოქვეყნებასა და საზოგადოებრივი ცენტრების განვითარებას.

გაერთიანება „ღია მმართველობის პარტნიორობა“ (Open Government Partnership - OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით, 2011 წელს დაფუძნდა. მისი მიზანია მთავრობათა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაზრდა. „ღია მმართველობის პარტნიორობა“ 64 სახელმწიფოს აერთიანებს. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^