Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო

06 სექტემბერი, 2014 13:57

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ დღეს პროფესიული განათლების მიღების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. იგი 20 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

"ყველა დაინტერესებულ პირს აქვს შესაძლებლობა სახელმწიფო დაფინანსებით დაეუფლოს მისთვის სასურველ პროფესიას ტურიზმის, მშენებლობის, სოფლის მეურნეობის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, მომსახურებისა და სხვა მიმართულებით. სწავლა შესაძლებელია სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ 33 საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელიც  პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს ახორციელებს",- აღნიშნულია სამინისტროს ოფიციალურ ვებ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

სამინისტროს ინფორმაციით, რეგისტრაციის გავლა საქართველოს მასშტაბით არსებულ საინფორმაციო ცენტრებში, სამინისტროს საგანმანათლებლო რესურსცენტრებსა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელ  დაწესებულებაშია შესაძლებელი. მსურველმა თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა.

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, დარეგისტრირებულმა აპლიკანტმა საწყის საფეხურზე სწავლის დასაწყებად უნდა გაიაროს სამინისტროს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ  ორგანიზებული პროფესიული  ტესტირება. საფეხურიდან საფეხურზე გადასვლისა და სწავლის გაგრძელების მსურველები კი, პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში რეგისტრაციის შემდეგ, თავად დაწესებულების მიერ ორგანიზებულ ტესტირებას გაივლიან.

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, პირველად, ზემოაღნიშნული პროცედურების გავლით აპლიკანტთა  პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვა, გასული წლის (2013) შემოდგომაზე, ხოლო მეორედ, მიმდინარე წლის (2014) გაზაფხულზე განხორციელდა, რის საფუძველზეც, ჯამში 12000-მდე აპლიკანტი ჩაირიცხა და  სასურველი პროფესიის დასაუფლებლად 100%-იანი სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. ჩარიცხულთაგან 100-მდე პროფესიული სტუდენტი  სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების  მქონე პირს წარმოადგენდა.


კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^