"სამიტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქართული მხარისთვის, ვინაიდან მიღებული გადაწყვეტილებების შედეგად მოხდა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების თვალსაზრისით, კერძოდ კი - დემოკრატიის განვითარების, შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისა და თავდაცვის ინსტიტუტების რეფორმების კუთხით - "მნიშვნელოვანი პროგრესისა" და ქვეყნის მიერ მიღწეული წარმატების აღიარება",- აღნიშნულია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მასში ნათქვამია, რომ ღია კარის პოლიტიკისა და კონკრეტულად, ბუქარესტში მიღებული გადაწყვეტილების მიმართ სამიტის დასკვნით კომუნიკეში ალიანსის მიერ დაფიქსირებული მხარდაჭერა, რომ "საქართველო გახდება ალიანისის წევრი" საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია. განცხადებაში ნათქვამია, რომ ქართული მხარე ალიანსის მიერ ქვეყანაში "დემოკრატიის განმტკიცების კუთხით გაწეული მნიშვნელოვანი ძალისხმევის" აღიარებას მიესალმება და დემოკარტიის განმტიცებისკენ მიმართული რეფორმების კურსის გაგრძელების მზაობას გამოთქვამს.
"საქართველო მიესალმება და იზიარებს ალინსის შეფასებას, რომ ნატო-სა და საქართველოს უკვე აქვთ ურთიერთქმედების საჭირო მექანიზმები, რომლებიც ქვეყანას მიიყვანს საბოლო მიზანთან - ალიანსის წევრობასთან".
საგარეო საქმეთა სამინისტროში მიიჩნევენ, რომ ნატო-ს ღია კარის პოლიტიკის აქტუალურობის კიდევ ერთი დადასტურება უელსის სამიტის ფარგლებში ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ასპირანტი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან 28+4 ფორმატში შეხვედრა იყო.
"საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანი და ფასეულია ალიანსის გადაწყვეტილება "არსებით ღონისძიებებათა პაკეტის" შემუშავების შესახებ, რომლის მთავარი მიზანია საქართველოს მომზადება გაწევრიანებისთვის და ქვეყნის თვდვაცვითი შესაძლებლობების განვითარება. ქართული მხარე ადასტურებს სრულ მზადყოფნას დაუყოვნებლივ დაიწყოს მუშაობა პაკეტის ელემენტების განსახორცილებლად და ხაზს უსვამს ამ პრცესში მოკავშირეთა ორმხრივი დახმარების მოზიდვისა და ეფექტური კოორდინაციის მნიშვნელობას".
საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ოკუპირებული რეგიონების არაღიარების პოლიტიკის მიმართ ალიანსის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოსთვის უაღესად ფასეულია:
"საქართველო მისალმება ალიანსის მოწოდებას რუსეთის მიმართ, რომ გაიყვანოს "შეიარაღებული ძალები საქართველოდან" და აიღოს ძალის არგამოყენების ვალდებულება. მნიშვნელოვანია ალიანსის შეშფოთება რუსეთის მიერ საეთაშორისო სამართლის ფუძემდებლური ნორმების უგულებელყოფით, ევროპული უსაფრთხოების მექანიზმების დარღვევით, ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღებული ძალების ხელშეკრულების შეუსრულებლობით, საქართველოსა და მოლდოვის მიმართ მისი ქმედებებით, რაც საფრთხეს უქმნის ევრო-ატლანტიკურ უსაფრთხოებას და გავლენას ახდენს შავი ზღვის რეგიონის სტაბილურობაზე".
განცხადების თანახმად, საქართველო ადასტურებს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და სრულად იზირებს ალიანსის პოზიციას უკრაინის წინააღმდეგ განხორცილებული უკანონო სამხედრო ინტერვენციის შესახებ. ასევე, საქართველო იზიარებს ალისნის წევრი ქვეყნების შეშფოთებას ერაყსა და სიარიაში მზარდი არასტაბულურობისა და რელიგიური ექტრემიზმის ფონზე ჩადენილი დანაშაულების გამო.
"საქართველო მიესალმება ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით უელსის სამიტზე მოკავშირეთა მიერ მიღებულ სხვა გადაწყვეტილებებს და როგორც ასპირანტი ქვეყანა გამოთქვამს მზადყოფნას ხელი შეუწყოს აღნიშნული გადაწყვეტილებების განხორცილებას".