Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ჩაკ ჰეიგელი: "საქართველოს ახალი სტატუსი NATO-ს წევრობისკენ მის მზადებაში ახალი ეტაპია"

07 სექტემბერი, 2014 15:41

"ჩვენი ერთობლივი მიზანია, კავშირი უფრო მჭიდრო იყოს. ეს განსაკუთრებით იმ ფონზე, როცა რუსეთი უკრაინაში აგერსიას აწარმოებს",- ამის შესახებ თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ამერიკის შეერტებული შტატების თავდაცვის მდივანმა ჩაკ ჰეიგელმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო იმ ხუთი სახელწმიფოდან ერთ-ერთია, რომელმაც მზარდი შესაძლებლობების პაკეტი მიიღო: "ეს პაკეტი NATO-ს სამიტზე ამერიკის პრიორიტეტი იყო. ჩვენ გავაგრძელებთ ორმხრივ თანამშრომლობას",- განაცხადა ჰეიგელმა.

აშშ-ის თავდაცვის მდივნის შეფასებით, საქართველოს ახალი სტატუსი, როგორც გაძლიერებული შესაძლებლობების მქონე პარტნიორის, NATO-ს წევრობისკენ მის მზადებაში ახალი ეტაპია. მისი თქმით, ურთიერთობების გაღრმავება განსაკუთრებით მნიშნელოვანია, როცა რუსეთის მხრიდან საშიშ ნაბიჯებს ვხედავთ: "ყირიმის აგრესია არის ის, რასაც ამერიკა არ აღიარებს და ეს რეგიონისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ისევე, როგორც რუსეთის ქმედება საქართველოში. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, საქართველოს ტერიტორიიდან  სამხედრო ნაწილები  მთლიანად  გაიყვანოს". 

შეგახსენებთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი ჩაკ ჰეიგელი საქართველოში გუშინ ჩამოვიდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^