Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

დონეცკთან ახლოს საქართველოს მოქალაქე ნაღმზე აფეთქდა

07 სექტემბერი, 2014 18:55

უკრაინაში, დონეცკთან ახლოს საქართველოს მოქალაქე, 26 წლის არსენ ბერიძე ნაღმზე აფეთქდა,- აღნიშნულ ინფორმაციას სააგენტო "ინტერპრესნიუსი" ავრცელებს.

როგორც სააგენტოს ბერიძეების ოჯახის ნათესავმა , თამაზ ნაკაშიძემ განუცხადა, არსენ ბერიძე მეზობელთან ერთად საკუთარ მიწის ნაკვეთში გავიდა, რა დროსაც ნაღმზე აფეთქდა. მისივე თქმით, ბერიძეების საცხოვრებელ ტერიტორიაზე ორი დღის წინ "ბოევიკებმა" ბომბები ჩამოყარეს.

"არსენ ბერიძე დონეცკთან ახლოს ცხოვრობდა მშობლებთან ერთად. მისი სახლის მიმდებარედ წინა დღეს ჩამოყარეს ბომბები. მეზობლის 17 წლის ბიჭთან ერთად ნაკვეთში გასულა არსენიც, რა დროსაც ნაღმზე აფეთქდნენ. ორივე დაიღუპა, ამბობენ მთლიანად დანაწევრებულები იყვნენ, დიდი ტრაგედიაა", - აცხადებს თამაზ ნაკაშიძემ. 

მისივე განმარტებით, ბერიძეების ოჯახი  უკრაინაში დაახლოებით  10 წლის წინ, სოფელ ახოდან  გადავიდა. თამაზ ნაკაშიძის ინფორმაციით, გარდაცვლილს საქართველოში დღეს საღამოს ან ხვალ დილით გადმოასვენებენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^