Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტები სტაჟირებას საჯარო უწყებებში გაივლიან

09 სექტემბერი, 2014 17:13

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებს საჯარო უწყებაში სტაჟირების გავლის საშუალება ექნებათ.

პროგრამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ და საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელმა ეკა ქარდავამ ბრიფინგზე ისაუბრეს. მათი თქმით, სტაჟირების გავლა ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის იმ სტუდენტებს, მაგისტრანტებსა და დოქტორანტებს შეეძლებათ, რომელთა GPA მინიმუმ 3.0-ა, ხოლო GPA-ს სისტემის არარსებობის შემთხვევაში, საშუალო არითმეტიკული გამოთვლით, მინიმუმ (B) ძალიან კარგი (81-90%) აკადემიური მოსწრება აქვთ.

„შემუშავდა სტაჟირების ერთიანი სტანდარტი, რაც საჯარო სამსახურში ჯანსაღი კონკურენციის შექმნას და დასაქმების ხელმისაწვდომობას წაახალისებს. 
საჯარო უწყებებში სტაჟირების პროგრამა უნივერსიტეტებთან მჭიდრო თანამშრომლობით ხორციელდება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, საჯარო სამსახურის ბიუროსა და 28 აკრედიტებულ უნივერსიტეტს შორის პროგრამის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი" - ვკითხულობთ მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში სტაჟირების შესახებ.

ეკა ქარდავას თქმით, სტუდენტები სტაჟირებას თავიანთი სპეციალობის შესაბამის სტრუქტურებში გაივლიან. 

სტაჟირების პროგრამაზე დარეგისტრირება 15-დან 25 სექტემბრამდე იქნება შესაძლებელი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^