Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

IDFI: პროკურატურის ავტომანქანების შესაძენად 5 857 324 84 ლარი დაიხარჯა

09 სექტემბერი, 2014 20:55

„პროკურატურის ბალანსზე ირიცხება 146 ავტომობილი, რომელთა შესყიდვაც ჯამში 5 857 324,84 ლარი დაჯდა“, -  „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი“ (IDFI) მონაცემებს აქვეყნებს.

ორგანიზაციის მიერ გამოთხოვილი ინფორმაციის მიხედვით, 2013 წელს პროკურატურაში ავტომობილების ჩანაცვლების გზით ფასის სხვაობა შესყიდულ და ჩანაცვლებულ ავტომანქანებს შორის ჯამში შეადგენს 1 113 877 ლარს. ამასთან აღსანიშნავია, რომ ავტომობილთა ჩანაცვლების მიზნით ხელშეკრულება იდებოდა მხოლოდ სამ კომპანიასთან, კერძოდ შპს „ჯი–თი მოტორსთან“, შპს „ქარ რენთ ენდ თრეიდ–ინ კომპანისა“ და შპს „ავტო თრეიდ ინთან“.

რაც შეეხება უშუალოდ ჩანაცვლებულ და ჩასანაცვლებელ ავტომობილთა ღირებულებას, თვალსაჩინოებისათვის, მაგალითად: 2013 წლის 10 ივლისს მოხდა 1999 წლის, 1000 ლარის ღირებულების RENAULT CLIO–ს ჩანაცვლება 124 118 ლარის ღირებულების 2013 წლის TOYOTA LAND CRUISER 200-ით, შესაბამისად ფასის სხვაობა შესყიდულ და ჩანაცვლებულ ავტომობილებს შორის შეადგენდა 123 118 ლარს. საქართველოს მთავარ პროკურატურასა და შპს „ქარ რენთ ენდ თრეიდ–ინ კომპანის“ შორის ხელშეკრულების თანახმად, ჩანაცვლებული ავტომანქანის ტექნიკური მაჩვენებლებია:

იმავე პრინციპით, პროკურატურამ 2013 წლის 10 დეკემბერს ჩაანაცვლა 2008 წელს გამოშვებული ავტომანქანა LEXUS LX 570 იმავე მარკის 2013 წლის მოდელით, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 174 575 ლარს (გადახდილი სხვაობა 106 575 ლარი). 2013 წლის 11 დეკემბერს ავტომანქანა VAZ ნარჩენი ღირებულებით 3000 ლარი ჩანაცვლდა 65 890 ლარის ღირებულების TOYOTA CAMRY-ით (გადახდილი სხვაობა 62890 ლარი). 2013 წლის 13 დეკემბერს ავტომანქანა VAZ ნარჩენი ღირებულებით 4500 ლარი, ჩაანაცვლეს 103 594 ლარი ღირებულების ავტომანქანა TOYOTA LAND CRUISER PRADO-ით (გადახდილი სხვაობა 99 094 ლარი), შემდეგი ტექნიკური მაჩვენებლებით:

„მოყვანილი მაგალითებისა და სახელმწიფო შესყიდვების შესახებ კანონმდებლობიდან გამომდინარეობს, რომ ავტომობილების ჩანაცვლების გზით, პროკურატურას ჰქონდა შესაძლებლობა, შესყიდვა განეხორციელებინა ელექტრონული შესყიდვების სისტემის გვერდის ავლით. შესაბამისად, არის საკმარისი საფუძველი, ვივარაუდოთ, რომ 1 113 877 ლარის განკარგვა მოხდა აუცილებელი საზოგადოებრივი კონტროლის განხორციელების შესაძლებლობის გარეშე", - ვკითხულობთ ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

IDFI-ის სრული ინფორმაცია

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^