Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NYtimes-ის სარედაქციო წერილი საქართველოზე - „დახმარება რუსეთის მოწყვლად მეზობელს"

12 სექტემბერი, 2014 17:41

NYtimes საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესახებ სარედაქციო სტატიას აქვეყნებს, სათაურით „დახმარება რუსეთის მოწყვლად მეზობელს". „ლიბერალი" სტატიის თარგმანს გთავაზობთ:

გასულ კვირას თავდაცვის მდივნის, ჩაკ ჰეიგელის საქართველოში ვიზიტი იმედისმომცემი ჟესტი იყო ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკისთვის, რომელმაც უახლოეს კონფლიქტებში აშშ-ის მხარი დაუჭირა და რომელიც ძალიან შეწუხებულია რუსეთის ესპანსიონისტური თვისებით.

საქართველოს ხანგრძლივი მისწრაფება, რომ NATO-ს შეუერთდეს, ნათელია.  2008 წლის ომში რუსეთმა საქართველოს ორი ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა. მათი წილი, უხეში გაანგარიშებით, ქვეყნის ტერიტორიის 20%-ა. მარტში რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიამ საქართველოს ლიდერები შეაშინა, აგრესიულ მეზობელს მათი ქვეყნის იმ სასაზღვრო ტერიტორიებისთვისაც არ წაევლო ხელი, სადაც ბევრი ეთნიკურად რუსი ცხოვრობს.

აშშ-სა და NATO-ს მოკავშირეები  ბალანსის დაცვის რთული გამოწვევის წინაშე დგანან, რამდენადაც ცდილობენ, დაეხმარონ სამხედრო თვალსაზრისით სუსტ ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებს, რომლებიც ალიანსის მოკავშირეები არიან, თუმცა არა წევრები. საქართველოსა და უკრაინის NATO-ს წევრობის გზაზე დაყენების დაჩქარებამ, შესაძლოა, რუსეთის მწვავე რეაქცია გამოიწვიოს იმის პარალელურად, რომ ევროპელი ლიდერები ცდილობენ, რეგიონში დაძაბულობა განმუხტონ.  შესაძლოა, ამან ალიანსი შეიარაღებულ კონფლიქტშიც ჩაითრიოს, რის საშუალებასაც თავის თავს ვერ მისცემს, რადგან ერაყში, სირიასა და სხვა რეიონებში უკვე აქვს რთული გამოწვევები. მიუხედავად ამისა, ობამას ადმინისტრაცია ფრთხილ ნაბიჯებს დგამს საქართველოს, უკრაინისა და მოლდავეთის დასაიმედებლად.

თბილისში ჰეიგელის ვიზიტი, რომელიც ათწლეულზე მეტია საქართველოში არ ყოფილა, გამამხნევებელი ჟესტი აღმოჩნდა. „ჩვენ გვინდა, დავეხმაროთ საქართველოს და გავაგრძელებთ ამ ურთიერთობას, რათა მიაღწიოს თავის ევროატლანტიკურ მისწრაფებას, მათ შორის NATO-ში გაწევრიანებას, რადგან საქართველო აშშ-ის ძალიან ერთგული და სანდო პარტნიორია“ - თქვა ჰეიგელმა.

საქართველო, რომლის ჯარისკაცებიც ერაყში აშშ-ის ინიცირებულ კოალიციაში მსახურობდნენ, ავღანეთში სამხედრო ძალების ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუტორი, მას შემდეგ გახდა, რაც ამერიკის მოკავშირეებმა მისია დატოვეს ან კონტინგენტი შეამცირეს. ორ ომში საქართველოს მონაწილეობა NATO-სთან ინტეგრაციის კამპანიის წინასწარ გაანგარიშებული ინვესტიცია იყო. მისი ეს მისწრაფება, ნაწილობრივ, გერმანიის წინააღმდეგობის გამო, ძნელად მისაღწევია, მაგრამ გასულ კვირას საქართველომ დიდი ნუგეში მიიღო, როდესაც NATO-ს ლიდერებმა იგი ალიანსის მოწინავე პარტნიორების ხუთეულში დაასახელეს.

ახალი სტატუსი საქართველოს დასავლეთთან სადაზვერვო კავშირსა და სამხედრო წვრთნის მეტ შესაძლებლობებს მოუტანს. NATO საქართველოში პატარა საკოორდინაციო ცენტრსაც შექმნის, რასაც დიდი სიმბოლური დატვირთვა აქვს.

აშშ-ის მეტის გაკეთება შეუძლია. როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ალასანიამ ინტერვიუში აღნიშნა,  საქართველო თავისი სამხედრო შესაძლებლობების განახლებას ცდილობდა, მაგრამ თავდაცვის ამერიკელი კონტრაქტორებისგან ინსტრუქციების მიღების შესახებ მოთხოვნა წლების განმავლობაში შეუმჩნეველი რჩებოდა. ჰეიგელის ვიზიტის შემდეგ ალასანიამ თქვა, რომ, როგორც ჩანს, „ჩუმი ემბარგო“ მოხსნილია. ცნობილია, რომ პენტაგონის საგარეო სამხედრო გაყიდვათა სისტემა ნელია, თუმცა სწორი გარემოებების შემთხვევაში მარჯვედ ამუშავდება. საქართველოს მოთხოვნების შესასრულებლად იგი უფრო სწრაფად უნდა ამუშავდეს.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^