Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

აშშ-ის დაზვერვა: „ალ-ქაიდა“ ტერორისტული შეტევებისთვის ემზადება

19 სექტემბერი, 2014 14:29

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორ ჯეიმს კლეპერის განცხადებით, ტერორისტული დაჯგუფება „ალ-ქაიდას“ ერთ-ერთი განშტოება სირიაში ამერიკისთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს და ტერორისტული შეტევებისთვის ემზადება.

ამერიკული დაზვერვის ინფორმაციით, საუბარია დაჯგუფება „ხორასანზე“, რომელიც „ალ-ქაიდას“ ავღანელი და პაკისტანელი გამოცდილი მეომრებით არის ფორმირებული. მათი თქმით, ამ დროისთვის „ხორასანი“ გაცილებით დიდ საფრთხეს წარმოადგენს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის, ვიდრე დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მეომრები.

კლეპერის განცხადებით, ამ განშტოების მეომრები ევროპასა და აშშ-ში ტერაქტების მოსაწყობად (მათ შორის, ამერიკის სამოქალაქო თვითმფრინავებზე) დასავლეთის ქვეყნებში მცხოვრები ისლამისტების გადაბირებას აპირებენ.

 

 

 

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^