Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ეკა გიგაური: კომისიაზე კვლავ ე.წ. გასაღებთან დაკავშირებული საკითხი განიხილება

20 სექტემბერი, 2014 15:59

ფარულ ჩანაწერების საკითხზე მომუშავე კომისიის დღევანდელი სხდომის განხილვის მთავარი თემა კვლავ ე.წ. გასაღებთან დაკავშირებული საკითხია. 

როგორც "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური ამბობს, არასამთავრობო ორგანიზაციები კვლავ იმ პოზიციაზე რჩებიან, რომ ე.წ. გასაღები შინაგან საქმეთა სამინისტროდან მობილური ოპერატორების ხელში გადავიდეს.

"ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა. წლების განმავლობაში პრობლემა იყო ის, რომ ძალიან დიდი უფლებამოსილება და საშულებები ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, როდესაც პირდაპირ წვდომას ახდენდა ჩვენს სატელეფონო საუბრებზე. ჩვენ დავინახეთ, რომ ამან არ გაამართლა, შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ახლა უნდა გამოვიყენოთ ევროპული მოდელი, სადაც გასაღები მობილური ოპერატორების ხელში არის", - განაცხადა გიგაურმა. 

მან შსს-ს მიერ მობილური ოპერატორების სერვერებზე დაცული ინფორმაციის გამოყენების კონტროლის მექანიზმის დაწესებაზეც ისაუბრა.

"მობილურ ოპერატორებში სერვერებზე არის დაცული ინფორმაცია, მაგალითად, ვის დავურეკეთ, ვის გავუგზავნეთ სმს და ა.შ. ამ ინფორმაციასაც შსს იღებს კონტროლის გარეშე და ამისთვის სასამართლოს გადაწყვეტილებაც არ სჭირდება. აქედან გამომდინარე, ეს საკითხიც დასარეგულირებელია", - აღნიშნა გიგაურმა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^