Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NYtimes: რუსეთი მედიის უცხოელ მფლობელებს შეზღუდვებს უწესებს

24 სექტემბერი, 2014 16:34

გამოცემა NYtimes სტატიას აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია, რომ რუსეთის პარლამენტში სამშაბათს განხილული კანონპროექტის მიხედვით, რუსული მედიასაშუალებების უცხოელ მფლობელებს წილის ფლობის ზედა ზღვარი - 20% უწესდებათ, რაც რუსეთის მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილ რამდენიმე მსხვილ მედიასაშუალებაზე ზემოქმედებასა და დამოუკიდებელ ახალ მედიაზე კრემლის მიერ კონტროლის დამყარებას ისახავს მიზნად. 

თუკი კანონპროექტის მოქმედება Vedomost-ზე, Forbes-ის რუსულ გამოცემასა და სხვა მრავალ სოციალურ თუ მოდურ ჟურნალზე გავრცელდება, გამოცემები იძულებულნი გახდებიან, მესაკუთრეები შეიცვალონ, ან 2017 წლამდე დაიხურონ.

კანონპროექტის პირველი მოსმენა ინტენსიური განხილვის შემდეგ თითქმის აბსოლუტური შედეგით, 434 ხმით - 1-ს წინააღმდეგ დასრულდა. დეპუტატების თქმით, დასავლეთი ახალ მედიას რუსეთის მთავრობაზე თავდასხმისთვის იყენებს. 

„ცივი ომი, კერძოდ, ინფორმაციული ომი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ, ჩვენგან წესების დადგენას საჭიროებს", - თქვა კანონპროექტის მხარდამჭერმა დეპუტატმა, ვადიმ დენგინმა.

წამყვან ადგილობრივ ტელევიზიებზე კონტროლის პარალელურად, NYtime-ს ცნობით, რუსეთი ბოლო წლებში ახალ მედიაზე კონტროლის დასამყარებლად აგრესიულ ნაბიჯებს დგამს. 

დაიბლოკა ცნობილი მამხილებლისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნისა და სხვა ოპოზიციური ვებგვერდები, ხოლო ცნობილ ბლოგერებს მთავრობასთან რეგისტრაციას სთხოვენ.  ლიკვიდირებულია RIA Novosti, რომელიც სახელმწიფო ახალ მედიაში ლიბერალურ ბასტიონად მიიჩნეოდა და რეინკორპორაციის შემდეგ Russia Today-ს სახელით მაუწყებლობს. Dozhd-ს მფლობელების თქმით, პოლიტიკურად მოტივირებული შეტევის შედეგად მედიაორგანიზაცია გაკოტრებამდე მიიყვანეს.

Vedomosti და Forbes რუსეთში ყველაზე კრიტიკულ ინფორმაციას გადასცემენ, - წერს NYtimes. „უცხოელის მფლობელობაში ყოფნა ერთადერთი დამცავი ბერკეტი იყო რუსული მედიასაშუალებების სარედაქციო პატიოსნების შესანარჩუნებლად. არ შეიძლება დაცვის ამ უკანასკნელი მექანიზმის გაუქმება", - თქვა ლეონიდ ბერშდსკიმ, Vedomosti-ს დამაარსებელმა რედაქტორმა და Forbes Russia-ს პირველმა გამომცემელმა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^