Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

გია ბუღაძე: ჩამითვალეთ ეს გამოფენა, როგორც ერთგვარი პერფორმანსი თუ აქცია (ფოტო)

25 სექტემბერი, 2014 23:54

„ჩამითვალეთ ეს გამოფენა, როგორც ერთგვარი პერფორმანსი, თუ აქცია“, - დღეს ეროვნულ გალერეაში გია ბუღაძის ნამუშევრების პრეზენტაცია გაიმართა. Victima 2 მეორე სერიაა ციკლიდან Victima (მსხვერპლი),  რომელიც მხატვარმა 2 წლის წინ წამოიწყო.

„სერიის თემა, დევნილობა, ფაქტობრივად, ჩვენს შინაგან მდგომარეობად იქცა. ეს არის ადამიანთა ტანჯვის რეალური განხორციელება, რომელსაც ყოველდღე ვხედავთ. როგორც ერთი აღმოსავლური თქმულება გვასწავლის, თუ გინდა ჭეშმარიტად იაზროვნო, უნდა გტკიოდეს. ალბათ ამისთვის გავჩნდით, რომ გვტკიოდეს“, - აღნიშნავს გია ბუღაძე „ლიბერალთან“ საუბარში.

ბუღაძის თქმით, გამოფენილ მაკეტში ის 1208 სახლი წარმოადგინეს, რომლებიც ომის შემდეგ აშენდა. ნამუშევრებში ხშირად გამოყენებული მეტალის ბადეში გახვეული თბილისის პეიზაჟები კი ალეგორიაა და ჩვენს მდგომარეობას გამოხატავს.

გალერეაში 28 ტილოა წარმოდგენილი. გამოფენის პერიოდი 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის 21-ე წლისთავს ემთხვევა.

„მე ვფიქრობ, შემთხვევითობა არ არსებობს და ეს სიმბოლური დამთხვევაა. თუნდაც ტანჯვის გზით, მაგრამ მიზნისკენ მივდივართ“,-აღნიშნავს გია ბუღაძე.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^