„საქართველოში 55 ათასი ბავშვი უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს", - აღნიშნავს „ლიბერალთან“ საუბრისას გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საშა გრაუმანი. მისი თქმით, ბავშვთა შორის სიღარიბე უფრო მაღალია, ვიდრე ზოგადად მოსახლეობაში.
ორგანიზაციამ ბავშვთა სარგებლის შემოღების შესახებ კვლევა და რეკომენდაციები გუშინ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის სხდომაზეც წარადგინა.
როგორც „ლიბერალთან“ საუბარში UNICEF-ის სოციალური პროგრამების ხელმძღვანელმა თინათინ ბაუმმა აღნიშნა, საქართველოში, სიღარიბეში მცხოვრები ბავშვები საარსებო მინიმუმის ნახევარსაც არ მოიხმარენ.
მათი თქმით, სოციალური დახმარების ფორმულის გადახედვა აუცილებელია, რაც ასეთივე დანახარჯით, ბავშვთა სიღარიბის დასაძლევად, უკეთესი შედეგის მომტანი იქნება.