Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თამაშების ჩაწყობაში ბრალდებულ მსაჯებს წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ

27 სექტემბერი, 2014 17:17

კომერციულ მოსყიდვაში ბრალდებულ მსაჯებს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. პატიმრობასთან დაკავშირებით ბრალდების მხარის შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ბადრი შონიამ დააკმაყოფილა.

როგორც პროკურორმა თენგიზ ფხაკაძემ განაცხადა, ბრალდებულების მიმალვის, მოწმეებზე ზემოქმედებისა და მტკიცებულებების განადგურების საფრთხე არსებობს.

ბრალდებულებმა დანაშაული აღიარეს და განაცხადეს, რომ ჩადენილ დანაშაულს ინანიებენ. მათი განმარტებით, ამ დანაშაულის ჩადენა იმ მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობებით იყო გამოწვეული, რომელიც მსაჯებს აქვთ. მათივე ინფორმაციით, თამაშზე ისინი მხოლოდ 60 ლარს იღებენ, რაც სრულიად არ არის საკმარისი. 

შსს-ს ანტიკორუფციულმა სააგენტომ კომერციული მოსყიდვის ფაქტზე რვა პირი დააკავა. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული პირები 2500-დან 5000 აშშ დოლარამდე თანხის სანაცვლოდ წინასწარ ურიგდებოდნენ მოქალაქეებს მათი მსაჯობით გასამართ თამაშებში ფეხბურთელთა დასაჯარიმებელი ყვითელი და წითელი ბარათების რაოდენობაზე, რასაც ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდნენ. ბრალდებულები არიან: ოთარ ხეთაძე, ირაკლი ურუშაძე, მამუკა ურუშაძე, თეიმურაზ ხუჭუა, ალექსანდრე გუნთაძე, ზვიად ასკაროღლი, ონისე მოლოდინაშვილი და თორნიკე გვანცელაძე.

წინასასამართლო სხდომა მსაჯების საქმეზე 13 ნოემბერს, 11.00 საათზე ჩაინიშნა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^