Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თელასი: დღეს, 30 სექტემბერს თბილისის ზოგიერთ ქუჩას ელექტროენერგია შეეზღუდება

30 სექტემბერი, 2014 12:25

სარემონტო სამუშაოების გამო, თბილისის ზოგიერთ ქუჩას დღეს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.

თელასის ცნობით, 10:00-დან 14:00 საათამდე შეზღუდვა დიღმის მასივის III და VI კვარტალების 1 820 აბონენტს შეეხება, 11:00-დან 15:00 საათამდე კი - ლუბლიანის ქუჩის 67 აბონენტს.

ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა იგეგმება ისნის რაიონშიც. 11:00-დან 17:00 საათამდე ელექტრომომარაგება შეუწყდება მერვე ლეგიონის დასახლების, მეტრომშენის დასახლების, ნავთლუღის დასახლების, კახეთის გზატკეცილის, ხარაბაძის, ჯიქიას, ბუცხრიკიძის, მესხეთის, ტატიშვილის, ჩოჩუას, კოპცევისა და კაკაბეთის ქუჩების 3 147 აბონენტს, 11:00-დან 13:00 საათამდე კი ნავთლუღის დასახლების, ჭრელაშვილის, ჰოსპიტალის, წერნაკის, იუნკერთა, რიჩარდ ჰოლბრუკისა და ნავთლუღის ქუჩების 395 აბონენტს.

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00-დან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება საბურთალოს რაიონში, ჩიქოვანის, ბალანჩივაძის, დოლიძისა და ლიხაურის ქუჩების 213 აბონენტს.

10:00-დან 16:00 საათამდე ელექტრომომარაგება შუეწყდება კრწანისის ქუჩის 33 აბონენტს და ფოცხვერაშვილისა და ნინოშვილის ქუჩების 220 აბონენტს, ნუცუბიძის პლატოს II მიკრორაიონის I და II კვარტალების, ნუცუბიძის პლატოს IV და V მიკრორაიონის, ილია ჭავჭავაძის გამზირის, ჟღენტისა და ატენის ქუჩების 710 აბონენტს.

დღესვე, 11:00-დან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვარკეთილი-3-ის II მიკრორაიონისა და ჭიჭინაძის ქუჩის 755 აბონენტს. 

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 11:00-დან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თემქის დასახლების IX კვარტალის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის I, IV კვარტალების და გია რომელაშვილის ქუჩის 700 აბონენტს, ასევე, ახვლედიანისა და ქიაჩელის ქუჩების 408 აბონენტს.

გარდა ამის, დღეს, 11:00-დან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება თიანეთის გზატკეცილის, ტაბიძის, ქერჩის, მორეთის, მამკოდისა და გაგარინის ქუჩების 232 აბონენტს, ხოლო 11:00-დან 15:00 საათამდე დროის მონაკვეთში 1 საათით ელექტრომომარაგება შეუწყდება თავისუფლების მოედნის, გუდიაშვილის მოედნის, ბეთლემის აღმართის, ჩიხლაძის შესახვევის, ქიაჩელის, ახვლედიანის, აბესაძის, კოფტინის, ლერმონტოვის, დადიანის, ახოსპირელის, კოტე აფხაზის, ალექსანდრე დიუმას, კალისტრატე ცინცაძის, ავლევის, ოქრომჭედლის, ვერცხლის, პუშკინის, აბო-თბილელის, საიათნოვას, ბერიძის, ანტონ კათალიკოსის, ალავერდოვისა და ლეონოძის ქუჩების 1 653 აბონენტს.

კომპანია მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო ბოდიშს უხდის. აბონენტებს ელექტრომომარაგება სამუშაოების დასრულებისთანავე აღუდგება.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^