Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საქართველოს მთავრობამ ებოლას ვირუსის შემთხვევებზე რეაგირების გეგმა დაამტკიცა

03 ოქტომბერი, 2014 12:04

საქართველოს მთავრობამ ებოლას ვირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირების გეგმა დაამტკიცა. განკარგულების მიხედვით, ებოლას შემთხვევის გამოვლენის მიზნით, სახელმწიფო ვალდებულებას იღებს, რომ მიმდინარე შემთხვევებზე ზედამხედველობას გააძლიერებს, უზრუნველყოფს დაავადების კერის იზოლაციას  და საკარანტინო ღონისძიებებს. ამასთანავე, დაიცავს საზოგადოებრივი წესრიგისა და სტრატეგიული სახელმწიფო ობიექტების უსაფრთხოებას.

განკარგულება, საჭიროების შემთხვევაში, იმ მგზავრთა მართვას (მათ შორის, ტრანზიტული) ითვალისწინებს, რომლებიც საქართველოში „ებოლათი დასნეულებული“ ქვეყნებიდან საერთაშორისო აეროპორტებისა და მსხვილი გამშვები პუნქტების გავლით შემოდიან და დაუდგენელი ეტიოლოგიის ცხელება აღენიშნებათ.

როგორც განკარგულებაშია აღნიშნული, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფილი უნდა იყოს სასწრაფო სამედიცინო დახმარებისა და კატასტროფის მედიცინის პერსონალის ტრენინგი, ჰემორაგიული ცხელებით მიმდინარე დაავადებების შემთხვევების შეტყობინების, მართვისა და ბიოუსაფრთხოების საკითხებზე; ასევე, საჭიროებიდან გამომდინარე, გათვალისწინებული უნდა იყოს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და CDC-ს რეკომენდაციები.

რაც შეეხება სამედიცინო პერსონალის ვალდებულებებს, მათ პაციენტების მოგზაურობის ისტორიის დეტალური გამოკითხვა მართებთ. ებოლათი დაავადებაზე დაეჭვების შემთხვევაში კი პაციენტის სათანადო იზოლაცია უნდა უზრუნველყონ, პაციენტთან კონტაქტისას ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებების გამოიყენენ და ასევე დაიცვან ებოლას გავრცელების პრევენციისთვის ინფექციის კონტროლის ზომები.

„პაციენტთან შემსვლელ სამედიცინო მუშაკს, სულ მცირე, აუცილებლად უნდა ეკეთოს: ერთჯერადი ხელთათმანი, თვალის დამცავი ფარი ან სათვალე, სამედიცინო ნიღაბი; უნდა ეცვას ქირურგიული ტიპის გრძელი ხალათი ან კომბინიზონი (სითხემედეგი). სისხლთან, ლორწოსთან, ნარწყევთან ან ფეკალურ მასასთან შესაძლო კონტაქტის შემთხვევაში, დამატებით გამოყენებულ უნდა იქნეს შემდეგი ინდივიდუალური თავდაცვის საშუალებები: ორმაგი ხელთათმანი, ერთჯერადი ბახილები და სითხეგაუმტარი ფეხსაცმელი; პაციენტისათვის პერსონალურად გამოყენებულ იქნეს ერთჯერადი სამედიცინო საგნები და ინვენტარი, ხოლო, პაციენტის 12 დიაგნოსტირებისთვის/სამკურნალოდ გამოყენებულ აპარატურას ჩაუტარდეს სრული დეზინფექცია, მაღალი დონის დეზინფექციისათვის გამოყენებული საშუალებებით; ლიმიტირებულ იქნეს ნემსისა და წვეტიანი იარაღების გამოყენება; მინიმუმამდე შემცირდეს სისხლსა და სხვა ბიოლოგიურ სითხეებთან დაკავშირებული პროცედურები, ლაბორატორიული ანალიზები
პირველადი დიაგნოსტირებისთვის. განხორციელდეს პაციენტის სხეულის სისხლით და გამონაყოფებით (ოფლი, ნარწყევი, ფეკალიები და სხვ.) დაბინძურებული და სავარაუდოდ დაბინძურებული არეალების მაღალი დონის დეზინფექცია“, - ვკითხულობთ განკარგულებაში. 

ებოლას დაავადების გამოვლენის შემთხვევაში, უნდა ამოქმედდეს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ეროვნული გეგმა, დაუყოვნებლივ მოხდეს ებოლათი დაავადების შესაძლო/სავარაუდო/დადასტურებული შემთხვევების იზოლაცია და პაციენტის მკურნალობა და ა.შ. 

საქართველოს მთავრობის განკარგულება №1807 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^