დღეს გერმანია გაერთიანების დღეს აღნიშნავს. ბერლინის კედლის დანგრევიდან 25 წელი გავიდა, რის აღსანიშნავადაც ნოემბერში გერმანიაში ღონისძიებები იგეგმება: იმავე ადგილზე, სადაც 25 წლის წინ კედელი იყო აღმართული, ბერლინი 8000 განათებული ჰელიუმის თეთრი ბუშტების რიგით ისევ გაიყოფა და მისი სიგრძე 15 კილომეტრი იქნება.
იდეის ავტორების თქმით, განათებული ბუშტების კედლის მიზანია ადამიანებს აჩვენონ, რამდენად გიგანტური იყო საზღვარი.
7-დან 9 ნოემბრის ჩათვლით ვიზიტორები ისტორიული მოვლენის შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ.
ბერლინის კვირეულზე 100 000 სტუმარს ელოდებიან.