Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ღარიბაშვილი: ქართველი ხალხი უერთდება გერმანიის საზეიმო განწყობას

03 ოქტომბერი, 2014 14:56

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს, გერმანიის გაერთიანების დღეს ულოცავს.
პრემიერის თქმით, ქართველი ხალხი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა თავისუფლებისათვის, გერმანიის საზეიმო განწყობას უერთდება.

„თქვენო აღმატებულებავ, ჩემთვის განსაკუთრებული პატივია, გულითადად მოგილოცოთ გერმანიის გაერთიანების დღე. ეს ღირსშესანიშნავი თარიღია არა მარტო გერმანიისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის, რადგან 3 ოქტომბერი - ეს არის თავისუფლებისა და სამართლიანობისთვის ბრძოლის წარმატებით დაგვირგვინების დღესასწაული.

გერმანიის გაერთიანებამ კიდევ უფრო გააძლიერა ევროპა და მთლიანად დასავლური სამყარო. ქართველი ხალხი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში იბრძოდა თავისუფლებისთვის, იზიარებს და უერთდება ამ ღირსშესანიშნავ დღესთან დაკავშირებულ თქვენს სიხარულს და საზეიმო განწყობას.

მინდა, უდიდესი კმაყოფილებით აღვნიშნო, რომ საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის არსებული მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა და პარტნიორობა კიდევ უფრო ვითარდება და ღრმავდება. ამ საქმეში გერმანიის ხელისუფლებისა და პირადად თქვენი წვლილი განსაკუთრებულია. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის, ასევე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების რეალიზაციის საქმეში თქვენი დიდი თანადგომისათვის.

ვსარგებლობ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ მოუთმენლად ველით თქვენს ვიზიტს საქართველოში. დარწმუნებული ვარ, თქვენი მომავალი სტუმრობა ახალ და კიდევ უფრო მძლავრ იმპულსს შესძენს ქართულ-გერმანული მეგობრობისა და თანამშრომლობის განმტკიცებას. თქვენი ვიზიტი ჩვენს ქვეყანაში იქნება საქართველოს მიმართ გერმანიის მხარდაჭერისა და სოლიდარობის მკაფიო გამოხატულება“, - ნათქვამია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^