Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

კაფკას „მეტამორფოზის“ სასცენო ვერსიაში მთავარ როლს რობოტი ასრულებს

09 ოქტომბერი, 2014 15:00

ფრანც კაფკას „მეტამორფოზის“ ახალ სასცენო ვერსიაში მთავარ როლს იაპონური რობოტი ასრულებს. დადგმაში იგი ცენტრალურ ადგილს იკავებს, რამაც როლს მოწყურებულ მსახიობებს საფიქრალი უნდა გაუჩინოს - რობოტი თეატრშიც იკიდებს ფეხს.

ცნობილმა იაპონელმა რეჟისორმა ორიზა ჰირატამ რობოტების გამოჩენილ კონსტრუქტორ ჰიროში იშიგუროსთან ერთად მოქნილი რობოტი შექმნა, რომელსაც მეტალის ჩონჩხი და თეთრი, ადამიანის მსგავსი სახე და ხელები აქვს.

მსახიობი ირენ ჯეიკობი, რომელიც დადგმაში მთავარი გმირის ვაჟს თამაშობს, რობოტის სამსახიობო თვისებებს აღნიშნავს.

„არის მასში რაღაც ძალიან თეატრალური. მისი უნარი, გაიღიმოს ან იცინოს, თეატრალურ თეთრ ნიღაბს გაგონებს“, - ამბობს მსახიობი.

შოუ სახელწოდებით „მეტამორფოზის ანდროიდული ვერსია“, ფრანგულ ენაზეა და პრემიერა მიმდინარე კვირას, იოკოჰამაში გაიმართება. ნოემბერში კი თეატრალური დადგმა ნორმანდიის საშემოდგომო ფესტივალს გახსნის.

კაფკას „მეტამორფოზის“ მთავარი პერსონაჟი, კომივოიაჟერი გრეგორი ზამზა, ერთ დილას აღმოაჩენს, რომ გიგანტურ მწერად ქცეულა. რეჟისორმა უზარმაზარი ხოჭო რობოტით ჩაანაცვლა, რომელიც კაფკას ტექსტებს ავტომატურად კითხულობს.

მექანიკურ მსახიობებს თეატრში დიდი ხანია იყენებენ, პირველი შემთხვევა 1785 წელს ფრანგ გამომგონებელ ჟაკ დე ვოკანსონს ეკუთვნის. სიახლე ამ შემთხვევაში ისაა, რომ რობოტი მთავარ როლს ასრულებს.

კაფკას მოსაუბრე რობოტი საკვანძო მომენტია. მან შესაძლოა, ამერიკელი მსახიობის უილიამ კლოდ ფილდსის ცნობილი გამოთქმაც შეცვალოს: „ არასდროს იმუშაო ცხოველებთან, ბავშვებსა და... რობოტებთან“.

 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^