
მედიაში გაშუქებულ რადიკალ ისლამისტებს შორის წითურთმიანთა სიმრავლემ საყოველთაო ყურადღება მიიქცია. აღმოჩნდა, რომ ზრდასრულ ასაკში ისლამზე გადასული ადამიანების უმრავლესობაც გარეგნობის ამ ნიშნით გამოირჩევა.
ბრიტანული ახალი ამბების სააგენტო Breitbart-ის მიერ 2013 წლის 5 აგვისტოდან 2014 წლის 4 აგვისტომდე ჩატარებული კვლევის მიხედვით, რადიკალურ ისლამზე გადასული ბრიტანელების 76 პროცენტი ჟღალთმიანი აღმოჩნდა.
ეს მონაცემები განსაკუთრებით მრავლისმეტყველია, მაშინ, როცა დასავლეთ ევროპაში საერთო მოსახლეობის მხოლოდ 5 პროცენტია ჟღალთმიანი. გამოდის, რომ რადიკალურ ისლამზე მოქცეულ ადამიანებს შორის წითურები 15-ჯერ აღემატებიან დანარჩენებს.
ტერორიზმთან მებრძოლი პოლიციის ერთ-ერთი ოფიცრის ინფორმაციით, ის 2008 წლის მონაცემების დამუშავებისას წააწყდა ამ ტენდენციას - ახალბედა ისლამისტების უმეტესობა ჟღალთმიანი იყო. „ეს უფრო მეტად წესია, ვიდრე გამონაკლისი“, - ამბობს ის.
ქალი რადიკალები ჯიჰადის გზას, ძირითადად, მუსლიმან მებრძოლებთან ქორწინებით იწყებენ, თუმცა მათი უმრავლესობაც ჟღალთმიანია. „თეთრი ქვრივი“ - სამანტა ლიუსვაითი, „ჯიჰადისტი ჯეინი“ - კოლინ ლაროუსი, „ჯიჰადისტი ჯეიმი“ - ჯეიმი პოლინ-რამირესი, მედიაში გახმაურებული წითურთმიანი ქალები არიან, რომლებმაც მუსლიმან მებრძოლებთან რომანტიკული ურთიერთობის შემდეგ მიიღეს ისლამი.
Breitbart-ის კვლევის მიხედვით, ამ ტენდენციის მიზეზი შესაძლოა, ბავშვობისდროინდელი კომპლექსი და გარეგნობის გამო მუდმივი დაცინვა იყოს. არსებობს უამრავი გამოთქმა, ჟღალთმიანი ბავშვების აბუჩად ასაგდებად, რაც არ არის გამორიცხული, მათში აგრესიის დაგროვებას იწვევდეს.
მეორე მიზეზი პირველიდან გამომდინარეობს. კომპლექსები ზრდასრულ ასაკში მარტოსულობას და გარიყულობას იწვევს, რაც მათ მუსლიმანური დაჯგუფებების სამიზნედ აქცევს - რადიკალი ისლამისტები საძმოს და დიდი ოჯახის წევრობას სთავაზობენ.
ჯიჰადის ამბიციები, მეომრული სული თავბრუდამხვევ ცდუნებას წარმოადგენს მათთვის, ვინც ადგილის დამკვიდრებას ცდილობს.
ნაადრევია იმ დასკვნის გამოტანა, არსებობს თუ არა გენეტიკურ-ფსიქოლოგიური განსხვავება, რაც საშიში იდეოლოგიების მიმართ ჟღალთმიანთა მიდრეკილებას განაპირობებს.