ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მყინვარწვერის ტერიტორიის დასუფთავებისას ზღვის დონიდან 3653 მეტრზე 9 ტონა ნაგავი აღმოჩნდა.
აქციაში მონაწილეობდნენ მყინვარწვერთან მდებარე ბეთლემის ქოხის თანამშრომლები და ადგილობრივი მოსახლეობა.
ნარჩენები მყინვარიდან სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით გაიტანეს.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, მყინვარწვერს ათასობით მოყვარული და პროფესიონალი მთამსვლელი სტუმრობს. მარტო ბეთლემის ქოხს ყოველწლიურად 3 ათასზე მეტი უცხოელი სტუმარი ჰყავს.
მყინვარწვერიდან ნარჩენების გატანა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დასუფთავების ყოველთვიური აქციის ფარგლებში განხორციელდა. მყინვარწვერის მიმდებარე ტერიტორია ბოლოს 2004 წელს დაასუფთავეს.