Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

საჯარო რეესტრის ვებგვერდზე დამცავ კოდს მონაცემებზე წვდომის შეზღუდვად აფასებენ

16 ოქტომბერი, 2014 19:18

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ვებგვერდის კომპანიების ძიების განყოფილებას დაემატა ე.წ. „დამცავი კოდი” (captcha), რომელიც მომხმარებელს მონაცემების ნახვამდე სპეციალურ გრაფაში რამდენიმე სიმბოლოს შეყვანას სთხოვს. აღნიშნულ ცვლილების შესახებ განცხადებას ოთხი ორგანიზაცია ავრცელებს.

„მიგვაჩნია, რომ ვებგვერდზე განხორციელებული ეს ცვლილება საზოგადოებას საჯარო რეესტრის მონაცემებზე წვდომის კუთხით მნიშვნელოვან შეზღუდვებს უწესებს, - აღნიშნულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“, ჯამპსტარტ ჯორჯიას, „ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა" (IDFI) და სტუდია „მონიტორის“ ერთობლივ განცხადებაში.

განცხადების მიხედვით, ვებგვერდზე წვდომა შეუძლებელი გახდა სხვადასხვა პროგრამისთვის, რომელთა მეშვეობითაც ხდება მასზე არსებული მონაცემების ავტომატურად ჩამოტვირთვა და დამუშავება. აღნიშნული შეზღუდვა საჯარო ინფორმაციაზე წვდომის მხრივ უკან გადადგმულ ნაბიჯად უნდა ჩაითვალოს.

„საქართველო ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) წევრი ქვეყანაა. OGP-ში მიღწეული წარმატებების გამო, საქართველო 2014 წლის სექტემბერში არჩეულ იქნა OGP-ის მმართველ კომიტეტში 2 წლის ვადით, რაც ნამდვილად უმნიშვნელოვანეს შედეგად და საერთაშორისო აღიარებად უნდა ჩაითვალოს საქართვლოში ღია მმართველობის განვითარების კუთხით. ამ ინიციატივის მთავარ პრინციპებს სწორედ რომ ინფორმაციის თავისუფლება, მონაცემთა ღიაობის უზრუნველყოფა და ამისთვის ტექნოლოგიებისა და ინოვაციების გამოყენება წარმოადგენს. სახელმწიფო სტრუქტურებმა უნდა იზრუნონ იმაზე, რომ საჯარო ინფორმაცია საზოგადოებისთვის მაქსიმალურად მარტივად იყოს ხელმისაწვდომი და, ასევე, მარტივი იყოს ამ მონაცემების ნებისმიერი საშუალებით დამუშავება. რეესტრის მიერ საკუთარ ვებგვერდზე დამცავი კოდის დამატება კი, პირიქით, საჯარო მონაცემების დამუშავებას ართულებს", - ვკითხულობთ განცხადებაში. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^