Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ფოტო ► „ქალების ხმა" - ფემიციდის საწინააღმდეგო აქცია კანცელარიასთან

21 ოქტომბერი, 2014 18:36

მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფმა, სოფო კილასონიას ხელმძღვანელობით, კანცელარიის შენობასთან აქცია გამართა, სახელწოდებით „ქალების ხმა“. აქციის მონაწილეებმა ქალთა მიმართ ძალადობა და ქალთა მკვლელობებზე ხელისუფალთა შეფასებები გააპროტესტეს. 

საპროტესტო აქციაზე შეკრებილებმა ხელისუფლების წარმომადგენლებისგან უფრო აქტიური და ქმედითუნარიანი პრევენციული ზომების მიღება მოითხოვეს.

„ჩვენ გვასწავლეს, რომ „უნდა ვიყოთ ჩუმად, იმიტომ, რომ ქალები ვართ".... 
ჩვენ გვასწავლეს, რომ „უნდა მოვითმინოთ და ყურადღება არ მივაქციოთ წვრილმანებს, ქალები ვართ და სიბრძნე, მოთმინება გვმართებს"... 
ჩვენ გვასწავლეს, რომ „უნდა ვიყოთ ჩუმად შვილების, ოჯახის, ქმრების, ტრადიციების, რწმენისა და მეზობლების აზრის გამო"... 
ჩვენ შევეგუეთ „წესრიგს", რომელიც გვავალდებულებს, არ დავინახოთ და არ ვილაპარაკოთ. 
და ახლა საკმარისია, რომელიმე ჩვენგანმა მცირედით დაარღვიოს ეს წესრიგი, მას კლავენ..." - ვკითხულობთ განცხადებაში, რომელიც მოქალაქეებს დღევანდელ აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებდა.

ფოტო: სოფო აფციაური

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^