Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

"Breaking Bad-ის სათამაშოები ოჯახურ ფასეულობებს ანგრევს" - ფიგურები გაყიდვიდან ამოიღეს

22 ოქტომბერი, 2014 14:48

სატელევიზიო სერიალ Breaking Bad-ის სათამაშო ფიგურების გაყიდვა აიკრძალა. 

ფლორიდის მოსახლეობამ მიიღო პეტიცია, რომლის თანახმად, სერიალის მთავარი გმირების, უოლტერ ვაითისა და ჯესი ფინქმანის ფიგურები, რომლებსაც აქსესუარად სათამაშო ფულის დასტა და ცისფერი მეტამფეტამინი მოჰყვებოდა, გაყიდვიდან ამოიღეს. ინიციატივა ფლორიდელ დიასახლისს, სიუზან სკრაივერს ეკუთვნის, რომლის მტკიცებით, მსგავსი ნივთების გარემოცვაში ბავშვების  გაზრდა ოჯახურ ფასეულობებს ანგრევს.

Breaking Bad-ის სათამაშო ფიგურებს მსხვილი სავაჭრო ცენტრი Toys R Us ავრცელებდა. ცენტრის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოსახლეობის აზრით ზიანის მომტანი საბავშვო პროდუქციის გავრცელება ისედაც რეგულირდებოდა და მხოლოდ 15 წლის ზემოთ მოზარდების სექციაში ყიდიდნენ. 

პეტიციას, რომელსაც 7 000-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს, უოლტერ ვაითის როლის შემსრულებელი ბრაიან კრანსტონი Twitter-ზე გამოეხმაურა: 

„ისეთი გაბრაზებული ვარ, პასუხად ფლორიდელი დედის პერსონაჟ ფიგურას დავწვავ“, - წერს ბრაიან კრანსტონი. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^