Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

შსს: სოფელ მოხეში პოლიციამ 14 მუსლიმი დააკავა

22 ოქტომბერი, 2014 17:40

სოფელ მოხეში პოლიციამ აქციის მონაწილე 14 მუსლიმი დააკავა. ინფორმაცია ამის შესახებ „ლიბერალს“ შსს-ს პრესსამსახურში დაუდასტურა.

მანამდე ინფორმაციას მუსლიმების დაკავების შესახებ ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი ავრცელებდა. როგორც EMC-ს აქციის მონაწილემ აცნობა, პოლიციელმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთ მუსლიმს. სამართალდამცველებმა ტელეფონები ჩამოართვეს და დაუმტვრიეს ადამიანებს, რომლებიც ვიდეოკამერით აფიქსირებდნენ ძველი მეჩეთის დემონტაჟს.

დაპირისპირება მოხეში 18 ოქტომბერს დაიწყო, როდესაც ყოფილი მეჩეთის ტერიტორიაზე, გამგეობის გადაწყვეტილებით, შენობის დემონტაჟისა და მისი კულტურის სახლად გადაკეთებისთვის ტენდერში გამარჯვებული კომპანიის მუშები გამოჩნდნენ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^