შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, დავით სერგეენკოს ახალი მოადგილე ჰყავს. პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ბრძანების მიხედვით, ამ თანამდებობაზე ვალერი კვარაცხელია დაინიშნა. პრემიერის ბრძანება მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, დაინიშნოს ვალერი კვარაცხელია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილედ“, - ნათქვამია პრემიერ-მინისტრის ბრძანებაში.
ვალერი კვარაცხელია
სამუშაო გამოცდილება:
20.10.2014 წ. - დღემდე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე
2010-2014 წწ. - ფარმაცევტული კომპანია „სახალხო აფთიაქის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე
2004-2010 წწ. - ფარმაცევტული კომპანია „სახალხო აფთიაქის" დამფუძნებელი პარტნიორი და გენერალური დირექტორი
1999-2003 წწ. - საქართველოს პარლამენტის წევრი, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის წევრი, სოციალურ საკითხთა ქვეკომიტეტის თავმჯდომარე
1995-1999 წწ. - „საქკურორტბანკის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე
1992-1995 წწ. - კონცერნ „საქკურორტის" პრეზიდენტის თანაშემწე
1989-1992 წწ. - კურორტ „სქურის" მთავარი ექიმი
1986-1989 წწ. - ქ. წალენჯიხის რაიონული საავადმყოფოს ექიმი-ქირურგი, ქ. ზუგდიდის რესპუბლიკური საავადმყოფოს ტრავმატოლოგიური განყოფილების ექიმი-ტრავმატოლოგი
1984-1986 წწ - ქ. ფსკოვის საოლქო საავადმყოფოს ექიმი-ორდინატორი