Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სერგეენკო: Iphone 6-ის ბიუჯეტის ხარჯით ყიდვაში განსაკუთრებული არაფერია

23 ოქტომბერი, 2014 13:14

სოფლის მეურნეობის მინისტრის მიერ ბიუჯეტის სახსრებით Iphone 6-ის შეძენის ფაქტს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გამოეხმაურა და თქვა, რომ „ეს არის სამსახურებრივი მოხმარების ტელეფონი და ამაში განსაკუთრებული არაფერია".

სერგეენკოს თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ბიუჯეტის თანხის დაზოგვა, თუმცა „ყველაფერს აქვს საზღვარი".

სოფლის მეურნეობის სამინისტრო ოთარ დანელიასთვის 1 739 ლარად ღირებული Iphone 6-ის ბიუჯეტის სახსრებით ყიდვის ფაქტს ადასტურებს, თუმცა საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელი ოთარ შამუგია ამბობს, რომ ტელეფონი არის სახელმწიფოს საკუთრება და არა მინისტრის. „მინისტრი ამ ტელეფონით სარგებლობს, როდესაც მინისტრის ფუნქციას ასრულებს. გვქონდა საშუალება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გვეყიდა" - თქვა შამუგიამ.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^