საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ დანელიას თქმით, ბიუჯეტის სახსრებით შეძენილი Iphone 6-ის საფასური თავად დაფარა.
„მიუხედავად იმისა, რომ ტელეფონი კანონის სრული დაცვით, სამსახურებრივი საჭიროებით შევიძინეთ, ამას საზოგადოებისგან არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. ტელეფონის საფასური უკვე დაფარულია ჩემი პირადი ანგარიშიდან, რადგან ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოქალაქის აზრი“ - თქვა ოთარ დანელიამ.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა Iphone 6 ბიუჯეტის სახსრებით 1 739 ლარად შეიძინა.