Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

„სასიკვდილოდ დაჭრილი ქალები“ - დადგმა მარჯანიშვილის თეატრში

27 ოქტომბერი, 2014 21:32

„სასიკვდილოდ დაჭრილი ქალები“, - ასე ჰქვია დადგმას, რომელიც მარჯანიშვილის თეატრში ქალთა მიმართ ძალადობის თემაზე 28 ოქტომბერს გაიმართება. 

„სასიკვდილოდ დაჭრილი ქალები“ ედგარ ლი მასტერსის „სფუნ რივერის ანთოლოგიის“ მაგალითზე შექმნილი მონოლოგის კრებულია, ტექსტი კი მწერალ სერენა დანდინის მიერ  არის დაწერილი, რომლებიც ნამდვილ ისტორიებსა და ჟურნალისტურ გამოძიებას ეფუძნება.

პროექტი იტალიის საელჩომ დააფინანსა. წარმოდგენაში მონაწილეობენ საქართველოში ცნობილი ქალები, რომლებიც სცენიდან ქმრის, საქმროს ან საყვარლის ხელით მოკლული ქალების ისტორიებს მოყვებიან.

პროექტის მიზანია ამ საკითხისადმი საზოგადოების, მედიასაშუალებებისა და სხვადასხვა ინსტიტუციის ყურადღების მიპყრობა.

წარმოდგენაში იტალიის ელჩ ფედერიკა ფავისთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ: ანა არეშიძე, მაია ასათიანი, თამარ ბერუჩაშვილი, მანანა კობახიძე, ერიკა კრაპილოვა, ეკა მიშველაძე, ნინო სუხიშვილი, ეკა ტყეშელაშვილი, ტურკ პირიო, მაია ფანჯიკიძე, ნათია ფანჯიკიძე, რუსუდან ფეტვიაშვილი, ლანა ღოღობერიძე, მაკა ჩიჩუა, თეა წულუკიანი.

ფედერიკა ფავის თქმით, ოჯახური თუ ქალის მიმართ ძალადობა არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო, გლობალური პრობლემაა, რომელიც ეხება ყველა სოციალურ ფენას, განურჩევლად ქვეყნის, კულტურისა თუ რელიგიისა.

„ამ ისტორიების წაკითხვით, იმედი გვაქვს, რომ ეს საკითხი საზოგადოებაში უფრო სენსიტიური გახდება“, - ამბობს იტალიის ელჩი საქართველოში ფედერიკა ფავი.

საქართველოს პირველი ლედის, მაკა ჩიჩუას თქმით, ამ მხრივ საქართველოში ძალიან მძიმე ვითარებაა, ამიტომ წარმოდგენაში მონაწილეობის შესახებ იტალიის ელჩის შეთავაზებას უყოყმანოდ დასთანხმდა. 

„თუნდაც ასეთი თეატრალიზებული სახით თუ რამე წვლილს შევიტანთ და მოვახდენთ გავლენას საზოგადოებაზე, ეს იქნება ჩემთვის ძალიან სასიხარულო. თუკი ვინმე შეძლებს, რამე გააკეთოს ქალთა უფლებების დასაცავად და ქალების მიმართ ძალადობის წინააღმდეგ, მე ვიქნები ყველა პროექტში ჩართული“, - ამბობს მაკა ჩიჩუა. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^