სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკო“ -ს რიგით მეოთხე სუპერმარკეტი ვაჟა-ფშაველასა და სანდრო ეულის ქუჩების კვეთაზე გაიხსნა.
სუპერმარკეტი „ ფრესკო“ 3000 კვ. მეტრ ფართობზეა განთავსებული და ის 24 საათის განმავლობაში ემსახურება მომხმარებელს.
სუპერმარკეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს: თვითმომსახურე კაფე, თონე, საბავშვო კუთხე, აფთიაქი, მიწისქვეშა პარკინგი და სხვა ობიექტები. ტერიტორია სრულადაა აღჭურვილი უფასო wi-fi ინტერნეტით.
ახალი სუპერმარკეტის გახსნასთან ერთად კომპანიამ დამატებით 120 ახალი სამუშაო ადგილი შექმნა , საერთო ჯამში კი „ფრესკოს“ თანამშრომლების საერთო რაოდენობა 2014 წლის ბოლოსათვის 1000 ადამიანს მიაღწევს.
„ფრესკოს“ სუპერმარკეტების ქსელში პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტია. სუპერმარკეტში წარმოდგენილია, როგორც ადგილობრივი, ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან იმპორტირებული ექსკლუზიური პროდუქტები, რომელთა ხარისხზე "ფრესკო" მუდმივად ზრუნავს.
სუპერმარკეტების ქსელი „ფრესკო“ საქართველოს ბაზარზე 2012 წელს შემოვიდა და დღეისათვის სამ მსხვილ სუპერმარკეტს ფლობს ვარკეთილში, მუხიანსა და ორთაჭალაში. წლის ბოლომდე „ფრესკოს“ ქსელს გარდა საბურთალოსა კიდევ 2 ახალ სუპერმარკეტი (ჩუღურეთი, ჩიქობავას ქუჩა №22; ნაძალადევი, გურამიშვილის გამზირი №61) შეემატება. თუმცა „ფრესკო“ ამით გაჩერებას არ აპირებს. კომპანიის სტრატეგია მოიცავს ქსელის გაფართოებას მთელი თბილისის მასშტაბით და 2015 წლის ბოლოს „ფრესკო“ უკვე საკუთრებაში არსებული 10 სუპერმარკეტით იქნება ბაზარზე წარმოდგენილი.
სუპერმარკეტების ქსელ „ფრესკოს“ ახალი სტანდარტების მქონე ინფრასტრუქტურის სუპერმარკეტები ხელს უწყობს თბილისის სხვადასხვა უბნების განვითარებას, ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს და მომხმარებელს კომფორტულ გარემოში მაღალი ხარისხის პროდუქციას ყველზე დაბალ ფასად სთავაზობს.
გვესტუმრეთ და შეგვაფასეთ!