Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

თეთრიწყაროში სტიქიით დაზარალებულები კანცელარიასთან ზარალის ანაზღაურებას ითხოვენ

29 ოქტომბერი, 2014 20:26

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სტიქიით დაზარალებულებმა დღეს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ზარალის ანაზღაურების მოთხოვნით აქცია გამართეს. 

„მინიმალურ დახმარებას ვითხოვთ, რომელსაც მუდმივად გვპირდებიან. ადგილობრივი გამგეობა, გვეუბნება, რომ ცოტაც უნდა მოვითმინოთ, თუმცა ასე უკვე 4 თვეა გრძელდება. მოსავალი სულ განადგურდა და ერთი დღის სამყოფი საკვებიც არ დაგვრჩა. დაგვპირდნენ, რომ ზარალს აგვინაზღაურებენ, მდგომარეობაც შეიწავლეს, მაგრამ დღემდე არავინ დაგვხმარებია. პრემიერ-მინისტრთან შესახვედრად მოვედით, თუმცა მასთან არ გვიშვებენ", - ამბობს აქციის მონაწილე დარიკო ხერგიანი. 

„სოფელს ძალიან უჭირს. მეზობლისგან ზეთი ვისესხე და მხოლოდ ერთი ჭიქის მოცემა შეძლო. ასეთ მდგომარეობაში ცხოვრებაში არ ვყოფილვარ, არ მინდა ასე ცხოვრება", - უთხრა „ლიბერალს" აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^