Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

NATO-ს წევრი ქვეყნების ელჩები თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლების საქმით დაინტერესდნენ

29 ოქტომბერი, 2014 21:55

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს NATO-ს წევრი ქვეყნების ელჩებსა და სამხედრო ატაშეებთან შეხვედრაზე სტუმრები თავდაცვის სამინისტროს 5 თანამშრომლის დაკავების ფაქტით დაინტერესდნენ. 

როგორც სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დარჩიაშვილმა „დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს სრული ინფორმაცია მიაწოდა და განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტრომ დოკუმენტის დეკლასიფიკაცია მოითხოვა და მზადაა, ღიად და გამჭვირვალედ ითანამშრომლოს ნებისმიერ დაინტერესებულ უწყებასთან“.

შეხვედრაზე განიხილეს უელსის სამიტის შედეგები საქართველოსთვის და ნატოს საერთაშორისო სამსახურთან ერთად შემუშავებული NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების კონცეფციის ელემენტები. 

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^