Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

უპარტიო მაჟორიტარები უმრავლესობასთან შესაძლო გაერთიანებას არ ადასტურებენ

07 ნოემბერი, 2014 16:49

საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ე.წ. დამოუკიდებელი ფრაქცია „უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარები“ შესაძლოა უმრავლესობაში გაერთიანდეს.

 „მაჟორიტარების 6-კაციან ფრაქციასთან კონსულტაციები ამ თემაზე დაწყებულია. მთავარი მომლაპარაკებელი მხარეები უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე და ფრაქციის თავმჯდომარე კახა ოქრიაშვილი არიან, რომელთა შორის ამ თემაზე კონსულტაციები პარლამენტში გუშინ გვიან ღამითაც გაიმართა.“ - წერს სააგენტო.

ფრაქციის თავმჯდომარემ, კახა ოქრიაშვილმა „ლიბერალთან“ საპარლამენტო უმრავლესობაში გადასვლის შესაძლებლობა გამორიცხა  და აღნიშნა, რომ ამ თემაზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.

ფრაქციაში სულ ექვსი წევრია გაერთიანებული, რომლებიც იმის მიუხედავად, რომ პარლამენტში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერით მოხვდნენ, 2012 წლის 5 ნოემბერს საპარლამენტო უმცირესობის გარეთ არჩიეს ყოფნა.

2012 წლის 5 ნოემბერს პარლამენტის ბიურომ რეგისტრაციაში გაატარა ახალი საპარლამენტო ფრაქცია სახელწოდებით, „უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარები“.

ფრაქციის თავმჯდომარე არის კახა ოქრიაშვილი, დმანისის მაჟორიტარი დეპუტატი და ფარმაცევტული ქსელის პსპ-ს თანადამფუძნებელი;

მისი ჩათვლით ფრაქციაში სულ ექვსი წევრია გაერთიანებული.

ფრაქციის წევრები არიან: გოდერძი ბუკია, ხობის მაჟორიტარი დეპუტატი;  ენზელ მკოიანი, ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი; სერგო ხაბულიანი, ცაგერის მაჟორიტარი დეპუტატი; გიორგი გოზალიშვილი, ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი და გოგი ლიპარტელიანი, ლენტეხის მაჟორიტარი.

ვიდრე მმართველ კოალიციას „თავისუფალი დემოკრატების“ ფრაქცია დატოვებდა, საპარლამენტო უმრავლესობა 83 დეპუტატისგან შედგებოდა. უმრავლესობიდან დემოკრატების გასვლით „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში 8 დეპუტატი დააკლდა (არსებული ინფორმაციით, ფრაქცია „ქართული ოცნება – თავისუფალი დემოკრატებიდან" უმრავლესობა რვა დეპუტატმა დატოვა, ორი – თამაზ ჯაფარიძე და გელა სამხარაული კი მმართველ კოალიციაში რჩება. გედევან ფოფხაძეს ფრაქციის დატოვებაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია). 

ასეთი გადანაწილებით. მმართველ კოალიციას უმრავლესობაში 75 დეპუტატი რჩება.

ბიუჯეტისა და ორგანული კანონის მიღებისას საპარლამენტო ორგანოს 76 ხმა სჭირდება.

კახაბერ ოქრიაშვილი

სამუშაო გამოცდილება 

სამუშაო/პოზიცია დმანისის ცენტრალური რაიონული საავადმყოფო, სანიტარი (1981 - 1983)

სამუშაო/პოზიცია დმანისის ცენტრალური რაიონული საავადმყოფო, ექიმი (1989 - 1995)

სამუშაო/პოზიცია შპს დანერგვის ცენტრი პსპ, გენდირექტორი (1995 - 2003)

სამუშაო/პოზიცია საქართველოს პარლამენტის წევრი (2004 - 2008)

სამუშაო/პოზიცია საქართველოს პარლამენტის წევრი (2008 - 2012)

გოგი ლიპარტელიანი

გოგი ლიპარტალიანი 1999 წლამდე შპს არტკომპანიის დირექტორი იყო. 1999 წლიდან ის პარლამენტის წევრია.

სამუშაო/პოზიცია საქართველოს პარლამენტის წევრი (1999 - 2004)

სამუშაო/პოზიცია საქართველოს პარლამენტის წევრი (2004 - 2008)

სამუშაო/პოზიცია საქართველოს პარლამენტის წევრი (2008 - 2012)

სამუშაო/ პოზიცია საქართველოს პარლამენტის წევრი (2012 – 2016) 

სერგო ხაბულიანი 

სამუშაო/პოზიცია

ცაგერის გამგეობა, მუშა (1978 - 1979)

საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი (1979 - 1984)

ცაგერის საწარმოო საგზაო უბანი, ოსტატი (1984 - 1986

წიფერჩის კოლმეურნეობა, სამუშაოთა მწარმოებელი (1987 - 1988)

N11 საგზაო სარემონტო სამშენებლო სამმართველო, ოსტატი (1988 - 1996)

შპს ცეკური, დირექტორი (1996 - 2009)

შპს ცეკურის გენდირექტორი (2010 - 2012)

ენზელ მკოიანი

ენზელ მკოიანი 1999 წლიდან პარლამენტის წევრია.

სამუშაო/პოზიცია საქართველოს პარლამენტის წევრი (1999 - 2004)

სამუშაო/პოზიცია საქართველოს პარლამენტის წევრი (2004 - 2008)

სამუშაო/პოზიცია საქართველოს პარლამენტის წევრი (2008 - 2012)

გოდერძი ბუკია

გოდერძი ბუკია ოთხი მოწვევის პარლამენტის წევრია.

სამუშაო/პოზიცია სუბტროპიკული კულტურების საბჭოთა მეურნეობა კოლხეთი, მუშა (1969 - 1969)

სამუშაო/პოზიცია საბჭოთა მეურნეობა კოლხეთი, მუშა (1969 - 1970)

სამუშაო/პოზიცია საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი, არქიტექტურის ფაკულტეტის სტუდენტი (1970 - 1976)

სამუშაო/პოზიცია სამხატვრო აკადემია, გათავისუფლებული მდივანი (1976 - 1978)

სამუშაო/პოზიცია ცენტრალური კომიტეტის საქმეთა მმართველობა,ინსტრუქტორი (1985 - 1990)

სამუშაო/პოზიცია ასოციაცია საქართველო, პრეზიდენტი (1990 - 1995)

სამუშაო/პოზიცია საქართველოს საელჩო რუსეთში, დესპანი (1995 - 1995)

სამუშაო/პოზიცია საქართველოს პარლამენტის წევრი (1995 - 1999)

სამუშაო/პოზიცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, საგანგეო დავალებათა ელჩი (2000 - 2003)

სამუშაო/პოზიცია საქართველოს პარლამენტის წევრი (2004 - 2008)

სამუშაო/პოზიცია საქართველოს პარლამენტის წევრი (2008 - 2012)

გიორგი გოზალიშვილი

სამუშაო/პოზიცია შპს ლაგოდეხის რ-ის ჯანდაცვა, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე (2004 - 2007)

სამუშაო/პოზიცია შპს ლაგოდეხის რ-ის ჯანდაცვა, დირექტორის მოადგილე (2007 - 2008)

სამუშაო/პოზიცია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე, გამგებელი (2008 - 2010)

სამუშაო/პოზიცია ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე (2010 - 2012)

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^