
„ქართული ოცნება - რესპუბლიკელების" თავმჯდომარე დავით ბერძენიშვილის თქმით, „უპარტიო, დამოუკიდებელი მაჟორიტარები" საპარლამენტო უმრავლესობაში შევლენ.
„გაცხადებული აქვთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობას უნდა შეუერთდნენ. შესაბამისად, უმრავლესობა არ დაიშლება. თუ მათ გარეშე არაოფიციალური უმრავლესობა გვყავდა, ახლა, როგორც ისინი გვიერთდებიან, ოფიციალური იქნება" - თქვა დავით ბერძენიშვილმა.