Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროკურატურის ინფორმაციით, სააკაშვილს ვალერი გელაშვილის საქმეზე ბრალი დაუმძიმდა

10 ნოემბერი, 2014 20:07

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს და სხვა მაღალჩინოსნებს ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე ბრალი დაუმძიმდათ. 

ამის შესახებ პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

„საქართველოს პარლამენტის წევრ ვალერი გელაშვილზე 2005 წელს მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის და მისი ცემის საქმეზე, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს, შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს ივანე მერაბიშვილს, სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის ყოფილს უფროსს ერეკლე კოდუას და ამავე დეპარტამენტის სამმართველოს ყოფილ უფროსს გია სირაძეს ბრალდებები დაუმძიმდათ. 

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის პირველადი დასკვნით ვალერი გელაშვილს დადგენილი ჰქონდა ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება. დაზარალებულის მიერ ლიტვაში ჩატარებული ალტერნატიული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და შემდგომში ლიტველი და ქართველი ექსპერტების ერთობლივი კომისიური საექსპერტო კვლევის შედეგად, ვალერი გელაშვილს დაუდგინდა სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის მძიმე ხარისხის დაზიანება.

ასევე გამოძიების მიერ მოპოვებული იქნა მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ვალერი გელაშვილზე განხორციელებული ყაჩაღური თავდასხმის შედეგად, დაზარალებულისაგან გატაცებული ძვირადღირებული პირადი ნივთებისა და დიდი ოდენობით ფულადი თანხის ერეკლე კოდუასა და გია სირაძის მიერ მართლსაწინააღმდეგო დაუფლებას.

გამოძიებით დადგენილმა ამ ახალმა ფაქტობრივმა გარემოებებმა გამოიწვიეს ბრალდებების დამძიმება, კერძოდ:
მიხეილ სააკაშვილს და ივანე მერაბიშვილს, რომელთაც ბრალად ედებოდათ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, დაუმძიმდათ ბრალდება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ორგანიზებისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით.
ერეკლე კოდუას და გია სირაძეს, რომელთაც ბრალად ედებოდათ ძალადობით და იარაღისგამოყენებით, სამსახურებრივიუფლებამოსილების გადამეტება, აგრეთვე სხვისი კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღის ძალადობით მართლსაწინააღმდეგო დაუფლება, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ"ქვეპუნქტით და 237-ე მუხლის მეოთხე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, დაუმძიმდათ ბრალდებები სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებისთვის დაყაჩაღობისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ემუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით და 179-ემუხლის მეორენაწილის "ბ"ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით. 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ"ქვეპუნქტით, 237-ე მუხლის მეოთხე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილის "ე" ქვეპუნქტით და 179-ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ"ქვეპუნქტით და მესამე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 14 წლამდე ვადით", - ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^