Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

პროექტი მედიკამენტების მიწოდებასთან ერთად C ჰეპატიტის დიაგნოსტიკას ითვალისწინებს

14 ნოემბერი, 2014 20:15

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს თქმით, აშშ-ში ვიზიტის დროს მოლაპარაკებას აწარმოებდა საერთაშორისო კომპანია „გილეადთან“ C ჰეპატიტის სამკურნალო მედიკამენტის „სოფუსბუვირის“ საქართველოში შემოტანასთან დაკავშირებით.

სამინისტროს ინფრომაციით, პროექტი მომავალი წლიდან დაიწყება. მისი მიზანი არა მხოლოდ მედიკამენტით უზრუნველყოფა, არამედ სწორი დიაგნოსტიკა-მკურნალობა იქნება. მისი საშუალებით, C ჰეპატიტის, როგორც დაავადების, სრულიად აღმოფხვრა იქნება შესაძლებელი.

მათივე თქმით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ამ პროექტით, მედიკამენტი ხელმისაწვდომი იქნება ყველა ფენის წარმომადგენლისთვის, დაავადების სადიაგნოსტიკო ხარჯები კი თანაგადახდას დაექვემდებარება და სოციალური სტატუსის მიხედვით განისაზღვრება.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოში იმყოფებოდნენ „გილეადის“ წარმომადგენლები, რომლებმაც აქ არსებული მდგომარეობა ახალი პროექტის დასაწყებად დადებითად შეაფასეს. პროექტის ფარგლებში, მოხდება ექიმების გადამზადება, როგორც თბილისში ასევე რეგიონებში, მკაცრად გაკონტროლდება რისკის მქონე ობიექტები (კოსმეტიკური სალონები, სტომატოლოგიური კაბინეტები და ა.შ).

„მედიკამენტის შემოტანა მომავალი წლიდან დაიწყება. დღეისათვის დარჩენილია ტექნიკური სამუშაოები, რომლებიც მოიცავს მედიკმენტის არალეგალურად გაყიდვის აღკვეთას და ასევე ხარისხის კონტროლს", - აცხადებენ სამინისტროში. 

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს ბრიფინგი

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^