Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

სამუშაო ჯგუფი ფარული მოსმენების შესახებ ერთიან კანონპროექტზე ვერ შეთანხმდა

20 ნოემბერი, 2014 13:34

ფარულ მოსმენებზე წვდომის მექანიზმების შემუშავების მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფი საერთო კანონპროექტზე ვერ შეთანხმდა. სამუშაო ჯგუფის სხდომა წუხელ დაახლოებით ხუთ საათს გაგრძელდა.

პარლამენტში რეგისტრირებულია დეპუტატების: ეკა ბესელიას, ირაკლი სესიაშვილისა და გედევან ფოფხაძის კანონპროექტი, რომელიც ე.წ. ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს და აქედან ერთი გასაღები რჩება შინაგან საქმეთა სამინისტროს, ხოლო მეორე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის ხელში იქნება. 

რიგით მეორე კანონპროექტს პარლამენტში დღეს დეპუტატი ვახტანგ ხმალაძე დაარეგისტრირებს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოს გასაღების კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიისთვის გადაცემას სთავაზობს. 

ჯერჯერობით, უცნობია, რა ბედი ელის არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ შეთავაზებულ საკანონმდებლო წინადადებას.  არასამთავრობო ორგანიზაციები ორგასაღებიანი სისტემის ამოქმედების ინიციატივით გამოდიან, რომელთაგან ერთი გასაღები ექნება სასამართლოს, ხოლო მეორე მობილურ კომპანიებს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ვახტანგ ხმალაძის თქმით, სამივე პროექტი კონცეპტუალურად განსხვავდება ერთმანეთისაგან და რომელიმე ერთ პროექტზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

„შეიქმნა ისეთი ვითარება, როდესაც სამუშაო ჯგუფი იურიდიულ საკითხთა კომიტეტს ერთიან პოზიციას ვერ წარუდგენს", - აღნიშნა ხმალაძემ.

ფრაქცია „თავისუფალი დმეოკრატების“ წევრი შალვა შავგულიძე მიიჩნევს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მხარს ეკა ბესელიას, გედევან ფოფხაძისა და ირაკლი სესიაშვილის მიერ მომზადებულ კანონპროექტს დაუჭერს, თუმცა ვარაუდობს, რომ მას პრეზიდენტი ვეტოს დაადებს.

თავად შალვა შავგულიძე ვახტანგ ხმალაძის მიერ მომზადებულ პროექტს ემხრობა.

დღეს იწურება ვადა, როდესაც ფარული მოსმენების გასაღების შესახებ პარლამენტში კანონპროექტი უნდა დარეგისტრირდეს. ორშაბათს საკანონმდებლო ინიციატივები ბიუროს წარედგინება და მომავალ კვირას განსახილველად პარლამენტის კომიტეტებსა და სესიაზე გავა.

კანონპროექტის მომზადება, მას შემდეგ დაჩქარდა, რაც პარლამენტმა ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონში  ცვლილების პროექტის შესახებ პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები გაიზიარა.

კანონის მიხედვით, შსს-ს ოპერატიულ-ტექნიკურ დეპარტამენტს კავშირგაბმულობის საშუალებებიდან ინფორმაციის რეალურ დროში მოპოვების ტექნიკური შესაძლებლობების გამოყენების უფლება 2014 წლის 1 ნოემბრამდე ჰქონდა, ხოლო პარლამენტის მიერ დამტკიცებული კანონპროექტით, ვადა 28 თებერვლამდე უნდა გახანგრძლივებულიყო, ამ დროის განმავლობაში კი პარლამენტს ე.წ. გასაღების საკითხზე გადაწყვეტილება უნდა მიეღო, თუმცა პრეზიდენტმა მას ვეტო დაადო. 

პრეზიდენტის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი მოტივირებული შენიშვნების მიხედვით, ვადა 1 დეკემბრამდე შემცირდა.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 სექტემბერი
27 სექტემბერი

ლია ჩოკოშვილი: ოქსფორდის უნივერსიტეტში ქ ...

რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის ჰარვარდის უნივერსიტეტში 2022 წლიდან ქართველოლოგიის პროგრამა ამოქმედდება. მს ...
08 სექტემბერი
08 სექტემბერი

„სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ - HBO ბე ...

13 სექტემბერს ამერიკული HBO იწყებს შვედი რეჟისორის ინგმარ ბერგმანის ფილმის „სცენები ცოლქმრული ცხოვრებიდან“ რ ...
06 სექტემბერი
06 სექტემბერი

ბრიტანელ ექსტრემისტს სასამართლომ დიკენსი ...

ინგლისის ჩრდილოეთით მდებარე ლინკოლნშირის საგრაფოში, სასამართლომ ულტრამემარჯვენე ექსტრემისტ ბენ ჯონს ინგლისური კლასიკური ...
^