„ვინი პუჰი ჰერმაფროდიტია, საჯაროდ შიშველი დადის და ბავშვების სიახლოვეს არ უნდა იყოს“, - პოლონეთის ქალაქ ტუშინში, ვარშავასთან ახლოს, ცენტრალური სათამაშო მოედნისთვის თილისმის არჩევისას ცნობილი პერსონაჟის კანდიდატურა დაბლოკეს. საკრებულოს გადაწყვეტილებით, ის „არასათანადოდ ჩაცმული დათვია, გაუგებარი სექსუალური ორიენტაციით“.
„ვინი არის თაფლდამოკიდებული, უმეტეს დროს ქრონიკულად დეპრესიულ ვირთან და საეჭვოდ ენერგიულ ვეფხვთან ატარებს. თუ არ გსურთ, თქვენს შვილს ასეთ „საზოგადოებასთან“ ჰქონდეს ურთიერთობა - კარგი, მაგრამ სათამაშო მოედნებიდან ვინის თუ იმიტომ აძევებ, რომ მას შარვალი არ აცვია, ან გამოკვეთილი გენიტალიები არ აქვს, შენ წარსულში ცხოვრობ, მეგობარო“, - წერს ამერიკული სააგენტო GlobalPost.
საკრებულოს წევრი რიშარდ ჩიხი სხდომაზე ვინი პუჰის საკითხის განხილვისას ამტკიცებს: „ამ დათვთან დაკავშირებით პრობლემა ის არის, რომ ის ნახევრად შიშველია და ამიტომ მისი ყოფნა ბავშვებთან სრულიად უადგილოა“.
საკრებულოს კიდევ ერთი წევრი, ჰანა იაჩიმსკა კი ბრალს „ვინი პუჰის“ ავტორს, ალან ალექსანდერს დებს: „ მწერალი 60 წელს გადაცილებული იყო, ეს წიგნი რომ დაწერა. მან პუჰს გენიტალიები სამართებლით მოაჭრა, რადგან პრობლემა საკუთარ იდენტობასთან ჰქონდა“.
წყარო: GlobalPost